BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

დღეიდან ქართული წარმოების დოლბანდის მრავალჯერადი პირბადეები სააფთიაქო ქსელებში შევა

დღეიდან ქართული წარმოების დოლბანდის მრავალჯერადი პირბადეები სააფთიაქო ქსელებში შევა. - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. 
 
როგორც თურნავამ განაცხადა, საწყის ეტაპზე საუბარია 400 000 პირბადეზე, რომელიც საქართველოს მასშტაბით გადანაწილდება 4 სააფთიაქო ქსელში: ავერსი, ფარმადეპო, პეესპე და ჯიპისი.
 
“ყველაზე გვიან შაბათს ამ აფთიაქებში შესაძლებელი იქნება ქართული წარმოების მრავალჯერადი პირბადის შეძენა”, – განაცხადა თურნავამ.
 
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სამკერვალო კომპანიები უფასოდ კერავენ, სახელმწიფოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ნედლეულის მობილიზება უწევს და თითო პირბადის შეკერვა 1 ლარზე მეტი უჯდება, მაგრამ სააფთიაქო ქსელებში პირბადეები სუბსიდირებულ ფასად – 50 თეთრად გაიყიდება.
 
ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, აფთიაქები შეთანხმებული არიან ლიმიტზე და თითო ადამიანი 3 პირბადის შეძენას შეძლებს. ამავდროულად, თურნავა განმარტავს, “აწარმოე საქართველოში” ფარგლებში დამზადებული დოლბანდის პირბადის გარდა, სააფთიაქო ქსელებში სხვადასხვა ფასად კომერციული პირბადეებიც გაიყიდება.
545