BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

ვანის მუნიციპალიტეტის მოქალაქეების მასობრივი თერმოსკრინინგი დაიწყება

"ვანის მუნიციპალიტეტის მოქალაქეებს შეამოწმებენ, ხოლო შესასვლელში გამშვები პუნქტი მოეწყობა", - ამის შესახებ პრემიერის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.
 
„არის რამდენიმე ახალი შემთხვევა, მათგან ერთი უკავშირდება ვანის მუნიციპალიტეტს, დადგენილია კონტაქტები და მიმდინარეობს მუშაობა, მაგრამ ახლა მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ვანის მუნიციპალიტეტში შემოღებული იყოს იგივე ვითარება, რაც საქართველოს დანარჩენ 9 რეგიონში მოქმედებს. დაიწყება მასობრივი თერმოსკრინინგი, მოეწყობა მუნიციპალიტეტის შესასვლელში სპეციალური გამშვები პუნქტები, სადაც მოხდება მოქალაქეების შემოწმება და მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე ასე მოხდება“, - განაცხადა ჩიქოვანმა.
566