BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 48-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ორი ადამიანი გამოჯანმრთელდა და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 48-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
 
კარანტინის რეჟიმშია 4682 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 375 პირი.
 
ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 208 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან 48 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა.
451