BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

საქართველოში კორონავირუსის ჯამური შემთხვევები 2000-ს არ გასცდება - თენგიზ ცერცვაძე

საქართველოში კორონავირუსის ჯამური შემთხვევები 2000-ს არ გასცდება, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგზის ცერცვაძემ განაცხადა.
 
როგორც თენგიზ ცერცვაძემ დღეს 7 აპრილს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მიუხედავად შიდა გავრცელებისა, ქვეყანაში ყოველდღიურად 20-ზე მეტი ახალი შემთხვევა არ ფიქსირდება, რაც საკმაოდ ცოტაა. თუმცა, მისი პროგნოზით, შემთხვევათა ოდენობა გაიზრდება.
 
„ჩემი პროგნოზია, რომ ამ სიტუაციას ბოლომდე ვერ შევინარჩნებთ. დღეს თუ ორი ათეულია ყოველდღიურად, შემდგომ შეიძლება იყოს 3 ათეული, 4 ათეული, 5 ათეული.. მაგრამ ჩემი მტკიცე პროგნოზია, რომ საქართველოში არ იქნება 100-ზე მეტი შემთხვევა დღეში. ამას ვამბობ ძალიან დიდი დარწმუნებით. დინამიკა აჩვენებს ინფექციის გავრცელების ამას“, - აღნიშნავს ცერცვაძე.
 
ცერცვაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში შიდა გავრცელების ლოკალიზება სწრაფად ხდება, როგორც ეს მარნეულის შემთხვევამ აჩენა.
 
„საქართველოში ჩემი ვარაუდით, შემთხვევათა ჯამური რაოდენობა არ გადააჭარბებს 1000-ს ან იქნება 1000-ის ფარგლებში, 1000-სა და 2000-ს შორის.
 
პიკი იქნება, ჩემი პროგნოზით იქნება 2-3 კვირის შემდეგ, ეს პიკი არ იქნება აფეთქება, ეს იქნება მდორე პიკი, რამდენიმე ათეული შემთხვევის მატებით და ეს პიკი შენარჩუნდება 2-3 კვირის მანძილზე. დაახლოებით, თვე-ნახევრის შემდეგ, ეპიდემია წავა ქვემოთ,“ – განმარტავს ცერცვაძე.
486