BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

ვერა ქობალია: „აზიის და აფრიკის ქვეყნები უკვე აკაკუნებენ კანადისა და აშშ-ის კარებზე, რათა შესთავაზონ თავიანთ ქვეყნებში წარმოების გადატანა - საქართველო დგას ამ რიგებში?!“

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი ვერა ქობალია ტელეკომპანია "მთავარის" ეთერში განაცხადა, რომ ყველა ქვეყანა, მანამდეც და ახლა ამ კრიზისის შემდეგ კიდევ უფრო ხვდება იმას, რომ   მიწოდების ჯაჭვი, რომელიც ჩინეთიდან იწყებოდა არა თუ გაირღვა, არამედ უნდა შეიცვალოს.
 
"აზიისა და აფრიკის ქვეყნები უკვე აკაკუნებენ კანადისა და ამერიკის შეერთებული შტატების კარებზე და ეუბნებიან, რომ ისინი ჩაანაცვლებენ ჩინეთს,  შეძლებენ აწარმოონ ის პროდუქტცია, რისი წარმოება ხდებოდა ჩინეთში. დგაას საქართველო იმ ქვეყნების რიგში? - არ ვიცით, დღეს ესეც არ ჩანს. რამდენიმე ჯერ გავიგე საქართველოს დღევანდელი მთავრიბის განცხადება იმის შესახებ, რომ ისინი მეხანძრეების როლს ასრულებენ, ეს რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენ კონკრეტული გეგმა უნდა ვქონდეს, რადგან ეს კრიზისი როდესაც დასრულდება და აუცილებლად დასრულდება, თუ როგორ შეიცვლება საქართველოს ეკონომიკის მოდელი, იმისთვის რომ ჩვენ ერთ-ერთი პირველი ქვეყანა ვიყოთ საქართველოში წარმოების გადმოტანის რიგებში", - განაცხადა ვერა ქობალიამ. 
 
მისივე თქმით, საქართევლომ არსებულ მდგომარეობაში პირველ რიგში, აუცლებელია საერთაშორისო ორგანიზაციებთან ისაუბროს და ეს საუბარი უნდა იყოს გამჭვირვალე. 
 
"მე ვერ ვხედავ, რას აკეთებს საქართველო და რა საუბრები აქვს მას ამ ორგანიზაციებთან, რა თანხებზეა საუბარი?! კანადაში და სინგაპურში ეს კარგად ჩანს, საქართველოში ამაზე კონკრეტული პასუხი ჯერ არ მიგვიღია", - აღნიშნა ვერა ქობალიამ.  
 
 
1464