BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

სურსათიდან ადამიანზე კორონავირუსის გადადების ფაქტი პრაქტიკაში არ დაფიქსირებულა - სამინისტრო

სურსათიდან ადამიანზე კორონავირუსის გადადების რისკი არის თეორიული, თუმცა პრაქტიკაში ჯერ არ დადასტურებულა, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სურსათისა და სოფლის განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, თენგიზ კალანდაძემ რადიო მაესტროს  - გადაცემა "მაესტროს ბიზნეს თაიმში" განაცხადა. 
 
„სურსათიდან ადამიანზე კორონავირუსის გადადების რისკი არის თეორიული და პრაქტიკაში ჯერ არ დადასტურებულა. სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ უნდა დავიცვათ პირადი ჰიგიენის წესები და დავიბანოთ ხელები. სასურველია, რომ ხილ-ბოსტნეული გაირეცხოს საპნით. ამ რეკომენდაციას ვიძლევით ყოველთვის, არა მხოლოდ ახლა. კარტოფილის გარეცხვა არ არის საჭირო, რადგან ის გაითლება და გაირეცხება, მაგრამ ვაშლს რაც შეეხება, ის გარედან ხშირად დაფარული არის ზეთით. ეს არის ჩვეულებრივი საკვები ზეთი, რომელითაც ფარავენ ხილს, რომ გაუხანრძლივდეს ვადა და ეს ზეთი ჩვეულებრივი წყლით არ ირეცხება. ამიტომ ვიძლევით რეკომენდაციას, რომ ის საპნით გაირეცხოს, ხოლო სხვა პროდუქტები, რომელიც უნდა მოიშუშოს, მოიხარშოს, სასურველია გარეცხოთ.
 
რაც შეეხება უმ ჭარხალს, სტაფილოს და ა.შ. ბოსტნეულს, ისინი უნდა გავრცეხოთ, გავთალოთ და ისე მივირთვათ. არანაირ საშიშროებას არ წარმოადგენს“, - განაცხადა კალანდაძემ.
531