BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

მერია დღეს ღამით თბილისის ქუჩების სადეზინფექციო სამუშაოებს იწყებს

მერია დღეს ღამით თბილისის ქუჩების სადეზინფექციო სამუშაოებს იწყებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
 
მისივე თქმით, პროექტის განხორციელების პროცესში ჩართულია გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
 
„დღეს ღამე მოხდება ქუჩების სადეზინფექციო სამუშაოების განხორციელებაა. ვიწყებთ უშუალოდ იმ ქუჩების დეზინფიცირებას, სადაც არის გაჩერებები, მეტროების ამოსასვლელები. რამდენიმე დღე გაგრძელდება ეს პროექტი და ამის შემდეგ ინდივიდუალურად დავიწყებთ მხოლოდ გაჩერებების, მეტროს ჩასასვლელების სადეზინფექციო საშუალებებს. საზოგადოებივი ტრანსპორტი, როგორც ავტობუსები, ასევე მეტრო ყოველდღიურ რეჟიმში მუშავდება ხსნარებით, რაც საშუალებას მოგვცემს განადგურდეს ვირუსი. ეს პრეპარატი ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის“, - განაცხადა კალაძემ.
272