BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

იკრაძელება თუ არა ეკლესიაში შეკრება ?

იკრაძელება თუ არა ეკლესიაში შეკრება? - აღნიშნულ კითხვაზე ირაკლი სესიაშვილმა გადაცემა „მაესტროს ბიზნეს თაიმის“ ასე უპასუხა: 
 
„ყველას მათ შორის ეკლესიასაც ვთხოვთ რომ წესები მაქსიმალურად იყოს დაცული. საგანგებო მდგომარეობის დროს უნდა იყოს დაცული ყველა ის მოთხოვნა, რომელიც მთავრობამ გამოსცა“.
 
სესაიშვილმა განმარტა, რომ თუ  საგანგებო მდგომარეობის დროს გათვალისწინებული შეზღუდვების დაირღვევას შესაბამისი რეაგირება მოყვება.  
 
„ჩვენ გვაქვს ზოგადი ჩაროი და წესები, მათ შორის დისტანციის დაცვაზე. ამ ეტაპზე ეს არი მოთხოვნა უნდა დავიცვათ. მნისშვნელოვანია რომ  თითოეული მოქალაქე იყოს ამ პროცესის მონაწილე, ყველას მათ შორის ეკლესიასაც ვთხოვთ რომ წესები მაქსიმალურად იყოს დაცული“, - განაცხადა რადიო მაესტროს  - გადაცემა „მაესტროს ბიზნეს თაიმში. 
 
შეგახსენებთ, რომ 21 მარტს საქართველოს მმთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და 21 აპრილამდე შენარჩუნდება. მთავრობის დადგენილების მიხედვით,  იკრძალება საჯარო სივრცეში  ფიზიკურ პირთა თავშეყრა 10 პირზე მეტი რაოდენობით. საჯარო სივრცე არის როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ არსებული ნებისმიერი ადგილი, თუ ის არ წარმოადგენს კერძო პირთა საცხოვრებელ მიზნებისთვის გამოსაყენებელ ადგილს. იკრძალება ისეთი სოციალური ღონისძიებები, რომელიც დაკავშირებულია 10-ზე მეტი ფიზიკური პირის შეკრებასთან (მაგ: ქელეხი, ქორწილი და სხვა მსგავსი ღონისძიებები).
 
491