BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

მგზავრის გადაყვანის დროს ტაქსის მძღოლებს ავტომანქანის ფანჯრები დახურულ მდგომარეობაში არ უნდა ჰქონდეთ

თბილისის მერიის ინფორმაციით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით,  მგზავრის გადაყვანის დროს ტაქსის მძღოლებს ავტომანქანის ფანჯრები დახურულ მდგომარეობაში არ უნდა ჰქონდეთ.
 
მერიის ცნობით, აღნიშნულ პერიოდში მგზავრი მძღოლის გვერდით არ უნდა იჯდეს – მაქსიმუმ ორი მგზავრი უნდა მოთავსდეს ავტომანქანის უკანა სავარძელზე, ერთმანეთთან დისტანციით.
 
“მოვუწოდებთ თბილისში მომსახურე ტაქსის მძღოლებს, მკაცრად დაიცვან ყველა ის წესი და რეკომენდაცია, რომელსაც ვირუსის პრევენციის მიზნით, საკოორდინაციო საბჭო გასცემს. ასევე, კიდევ ერთხელ მივმართავთ ჩვენს მოსახლეობას – დარჩით სახლში და საზოგადოებრივი ტრანსპორტით მხოლოდ გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში ისარგებლეთ”, – ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.
 
259