BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

მარნეულში მცხოვრები კორონავირუსით ინფიცირებული ქალი მართვით სუნთქვაზე იმყოფება

მარნეულში მცხოვრები კორონავირუსით ინფიცირებული ქალი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა.
 
რატიანის განცხადებით, ამ პაციენტის შემთხვევაში ჰოსპიტალიზაცია დაგვიანებით მოხდა.
 
„ქალის ზოგადი მდგომარეობა, მისი სომატური პათოლოგიიდან გამომდინარე იყო მძიმე და როგორც ანამნეზით ირკვეოდა, შესულია ადგილობრივ კლინიკაში 18 რიცხვში, სადაც პირველივე დღეს დაუდგინდა მწვავე პნევმონია, ეპიდანამნეზში COVID-19-ით ინფიცირებულთან კავშირი არ იყო წარმოდგენილი. დინამიკაში მდგომარეობის დამძიმების დროს ეჭვი იქნა მიტანილი COVID-19 ინფექციის არსებობაზე, რაც დადასტურდა. პაციენტის მდგომარეობა დინამიკაში დამძიმდა, გამოიხატა, მწვავე რესპირატორული სინდრომი და პაციენტი გადაყვანილი იქნა აპარატზე. ამ შემთხვევაში ჰოსპიტალიზაცია იყო დაგვიანებული და არა ტესტირება“,- განაცხადა რატიანმა.
 
ცნობისთვის, მარნეულში მცხოვრებ ქალს კორონავირუსი გუშინ დაუდგინდა. ის მარნეულიდან თბილისის კლინიკაში დღის მეორე ნახევარში გადმოიყვანეს.
215