BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

იმუნოლოგიის ცენტრის დირექტორი: ავერსი-ფარმა არ გვაძლევს საშუალებას ინფექციურ საავადმყოფოში რემონტი ჩავატაროთ

” მე მოვუწოდებ ტელე-ეთერიდან ხვალვე მოგვცეს რემონტის ჩატარების საშუალება”-ამის შესახებ, ს.ს. ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის გენერალური დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „შაბათის ქრონიკაში“ განაცხადა.
 
“ინფექციური საავადმყოფოს შენობა ჩვენ არ გვეკუთვნის. ჩვენ იქ მდგმურები ვართ. ეს შენობა ეკუთვნის კერძო კომპანიას, რომელიც კატეგორიულ უარს აცხადებს სარემონტო სამუშაოების ჩატარებაზე, რაც ჩვენ არაერთგზის ვითხოვეთ.
 
შენობის მდგომარეობაზე პასუხს, სამწუხაროდ, ვერ ვაგებთ. არ გვაქვს ბერკეტები რომ ჩავერიოთ ამ პროცესში. რაც შეეხება მომსახურებას, კედლები და იატაკი არ მკურნალობს პაციენტს, პაცინეტს მკურნალობს ექიმები, სერვისები, გამოცდილება მოვლა და მეთოდები. ეს არის საავადმყოფოში, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ. ამაზე არსებობს მსოფლიოს წამყვანი ექსპერტების და სხვადასხვა ინსტიტუციების ოფიციალური დასკვნები, რომ ჩვენს ცენტრში სამედიცინო მომსახურება არის უმაღლეს დონეზე.
 
თანამშრომელბი არიან უმაღლესი კვალიფიკაციის, დიდი გამოცდილების”, - ამბობს ცერცვაძე.
 
გადაცემის წამყვანმა თენგიზ ცერცვაძეს მოუწოდა დაეკონკრეტებინა იმ კომპანიის სახელი, რომელიც არ აძლევს მათ ინფექციურ საავადმყოფოში სარემონტო სამუშაოების ჩატარების უფლებას.
 
“კომპანია არ გვაძლევს საშუალებას რემონტის ჩატარების. მე მოვუწოდებ ტელე-ეთერდიდან ხვალვე მოგვცეს რემონტის ჩატარების საშუალება. ეს კომპანია არის ავერსი-ფარმა მოვიწოდებ ქვეყნის ხელმძღვანელობას დააჩქარონ ასეთი მნიშვნელოვანი დაწასებულების შესაფერისი შენობის გადმოცემა”, - ამბობს ცერცვაძე.
1565