BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, -  ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
 
მინისტრის თქმით, ვირუსი დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეს, რომელიც შემოვიდა აზერბაიჯანის გავლით ირანიდან. პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.
 
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანის ამირან გამყრელიძის განაცხადებით, ახალი კორონა ვირუსი დაახლოებიოთ, 50 წლის საქართველოს მოქალაქეს დაუდასტურდა. 
 
"დაახლოებით, 50 წლის საქართველოს მოქალაქეს დაუდასტურდა კორონა ვირუსი, რომელიც ირანიდან საქართველოში შემოვიდა. საქართველოს მოქალაქე საბაჟოდან ინფექციურ საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი, სადაც შესაბამისი გამოკვლევა ჩაუტარდა", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.  
1044