BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

მეორადი პლასტმასის გადამამუშავებელი საწარმო აშენდება, რისთვისაც 30 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდება

მეორადი პლასტმასის გადამამუშავებელი საწარმო აშენდება, რისთვისაც 30 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდება. 
 
სახელმწიფო პროგრამა „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში, ნიდერლანდური კომპანიის „H.I.P. Trade“ - ის ინვესტიციით დაფუძნებული კომპანია "გლობალ რისაიქლინგ კო“ მეორადი პლასტმასის გადამამუშავებელ საწარმოს ააშენებს, რისთვისაც არანაკლებ 30 000 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს და 500-მდე სამუშაო ადგილს შექმნის.
 
ბიზნესის მხარდასაჭერად კომპანიას ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ სოფელში მდებარე 300 016 კვ.მ. მიწის ნაკვეთი ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან, ელექტრონულ აუქციონზე, გადაეცა.
516