BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

ლევან მეხუზლა: ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ღვინის ექსპორტი გაჩერებულია

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში კორონა ვირუსის გამო ღვინის ექსპორტის შემცირებაზე საუბრობს და მიმდინარე წლის დასაწყისს კატასტროფულს უწოდებს. ამის შესახებ მან რადიო მაესტროს გადაცემა - „მაესტროს ბიზნეს თაიმში“ სტუმრობისას განაცხადა. 
 
მისივე თქმით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი იყო დელეგაციის კურატორი და ისინი ერთად იყვნენ შარშან წლის ბოლოს ჩინეთში , სადაც ქონდათ საქმიანი შეხვედრები პარტნიორებთან  სამომავლო გეგმებზე, თუმცა ამ ეტაპისთის შექმნილი ვითარების გამო შეჩერებულია აქტივობები. 
 
„კერძოდ, იქ არის ქართული ღვინის პრომოციის ცენტრი, რომელიც დაარსებულია ჩინეთის ალკოჰოლური სასმელების სახელმწიფო ინსტიტუტთან და საკმაოდ, ავტორიტეტულია ჩინეთში. დავსახეთ გეგმები, მათ შორის გვიმზადებდნენ ხუთწლიან მოქმედების  სტრატეგიულ გეგმას. როგორც იცით, ჩვენ ჩინეთის ბაზრის 1% გვიჭირავს, ამ მაჩვენებლის დაცვის და ნელნელა ზრდის  გეგმები დაისახა, მაგრამ სამწუხაროდ, მიმდინარე წლის ორი თვე არის კატასტროფული, სრულად გაჩერებულია ჩინეთში ექსპორტი. გასაგები მიზეზების გამო არ მუშაობს საპორტო იმფრასტრუქტურა. რამდენიმე კომპანიას ყავს იქ წარმომადგენლები და უბრალოდ ოფისებშიც არ უშვებენ, მათშორის შანხაიში. არ ვიცით, როდემდე გასტანს ეს ყველაფერი. კორონა ვირუსმა ძალიან ცუდი შედეგი მოიტანა წლის დასაწყისაში. თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ ზოგადად, როდესაც ასეთი კრიზისია, შემდეგ ამას მოყვება ბუმი და ჩვენი ჩინელი პარტნიორებიც ამას მოლოდინში არიან. მოსახლეობა როდესაც გათავისუფლდება და  ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება, გაათმაგებული იქნება მათი მოთხოვნები, შესყიდვები და პრობლემა აღმოიფხვრება. მთავარია კორონა ვირუსი დამარცხდეს და წავიდეს შემცირებისკენ“, - აღნიშნა ლევან მეხუზლამ.
ავტორი: მირანდა შურღაია
ელფოსტა: businesstime@medial.ge
661