BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

თბილისში ყავის ქარხანა „მეამა“ გაიხსნა

„თბილისში ყავის მაღალტექნოლოგიური ქარხანა გაიხსნა – „მეამა“ ერთადერთი საწარმოა მსოფლიოში, რომელიც ყავის ორივე [ამერიკანო და ესპრესო] ფორმატის კაფსულებს ერთდროულად აწარმოებს“.
 
„მეამას“ ქარხნის მშენებლობა 2017 წელს დაიწყო. პროექტმა თავიდანვე დიდი ინტერესი გამოიწვია და 2019 წელს საერთაშორისო კონკურსშიც გაიმარჯვა.
 
ამჟამად, ყავის 15 სხვადასხვა ნაზავი აქვთ, მათ შორის – 2 უკოფეინო. ბრენდის მთავარი კონცეფცია პროდუქტისა და მომსახურების იდეალური თანხვედრაა.
 
„მომხმარებელს ინოვაციურ და განსხვავებულ გამოცდილებას ვთავაზობთ. ჩვენი მიზანია, ხარისხიანი ყავის მიღების პროცესი უფრო მეტად სასიამოვნო და ხელმისაწვდომი გახდეს. საწყის ეტაპზე, შევქმენით 15 განსხვავებული ნაზავი (მათ შორის ორი უკოფეინო). ამიტომ, ნებისმიერი მსურველი მარტივად აღმოაჩენს საკუთარ გემოს. გამორჩეულია „მეამას“, როგორც ბრენდის კონცეფცია, რომელიც პროდუქტისა და სერვისის იდეალურ თანხვედრას გულისხმობს. ჩვენს პროდუქტებს ყავის პროფესიონალი ტექნოლოგები ამზადებენ, რომლებიც წლების განმავლობაში იღებდნენ საერთაშორისო ცოდნასა და გამოცდილებას. მათი შექმნილი ინდივიდუალური რეცეპტები „მეამას“ ინტელექტუალური საკუთრებაა“.
 
„მეამაში“ ფიქრობენ, რომ მაღალი ხარისხის გარდა, თავად ყავის მომზადების პროცესიც კომფორტული უნდა იყოს.
 
„საქმისადმი ჩვენი ასეთი მიდგომის ნაყოფია ინოვაციური „მეამა დროფერი“, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ აქვს. დროფერი წარმოადგენს უნივერსალურ გამოსავალს ოფისებისთვის და ბიზნეს ცენტრებისთვის, რაც თავის მხრივ სრულად ანაცვლებს ტრადიციულ ყავის ვენდინგ მანქანებს. მომხმარებელს ვაძლევთ საშუალებას, მუდმივად თან ჰქონდეს უმაღლესი ხარისხის კაფსულირებული ყავა. მოწყობილობა არის სრულიად ელექტრონული და იმართება ტელეფონის აპლიკაციით. დროფერზე მოთავსებული QR-ის დასკანერების შედეგად, მომხმარებელი, მინიმალური ძალისხმევით იღებს სასურველ ყავის კაფსულას“.
 
„მეამას“ ბრენდირებული მაღაზია, მალე, სავაჭრო ცენტრ „სითი მოლში“ გაიხსნება. ასევე „გაეშვება“ ონლაინ მაღაზია shop.meama.ge. მათი ყავის კაფსულები, ახლა, ცხელი ხაზით (0322 80 08 08;*0808) და სავაჭრო ცენტრებში მდებარე  კუნძულებზე იყიდება“.
 
„მეამა“ მხოლოდ საქართველოში არ გაიყიდება. ქარხნის შესაძლებლობებიდან გამომდინარე, დამფუძნებლებს სურთ, რომ მსოფლიო ბრენდი გახდეს.
 
„გვინდა, ჩვენი პროდუქტები ექსპორტზე გავიტანოთ – საწარმო აღჭურვილია ევროპული დანადგარებით და სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს“.
 
Marketer
320