BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

ჩინეთმა, ახალ კორონავირუსთან ბრძოლაში $10,3 მილიარდი დახარჯა

ჩინეთის ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყანამ ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში დაახლოებით $10,3 მილიარდი უკვე დახარჯა. 
 
უწყებაში აცხადებენ, რომ ყველა დონის საფინანსო განყოფილებებმა, ვირუსის გავრცელების პროფილაქტიკისა და კონ ტროლისთვის 71,8 მილიარდი იუანი გამოყვეს. ცენტრალურმა ხელისუფლებამ კი დაახლოებით 2,5 მილიარდი აშშ დოლარი დახარჯა.
 
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ გავრცელებული მონაცემების მიხედვით კი, დეკემბრის ბოლოს ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 35 ათას ადამიანს მიაღწია. ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნულიო კომისია კი 37 ათას შემთხვევას ადასტურებს. ვირუსის შედეგად დაღუპულთა საერთო რაოდენობა კი 910-მდე გაიზარდა.
 
დაღუპულთაგან თითქმის ყველა, 908 ადამიანი ჩინეთის ტერიტორიაზე გარდაიცვალა, ხოლო რაც შეეხება დანარჩენ ორს – ერთი მათგანი ჰონგ-კონგში დაიღუპა, ხოლო მეორე – ფილიპინებზე.
 
საერთო ჯამში ახალი კორონავირუსისგან 3 383 პაციენტი განიკურნა და საავადმყოფოდანაც გაწერეს.
 
ახალი ტიპის კორონავირუსმა, 2019 წლის დეკემბერში, ჩინეთის ქალაქ უხანში იფეთქა. უხანი კი პროვინცია ხუბეის ეკუთვნის. შემდეგ ვირუსის შემთხვევები აგრეთვე დაფიქსირდა ჩინეთის ყველა რეგიონში, იაპონიაში, სინგაპურში, ტაილანდში, აშშ-ში, კანადაში, საფრანგეთში, რუსეთში და კიდევ სხვა ქვეყნებში.
766