BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

უახლოეს მომავალში, ავტობუსებში გაჩერებები გამოცხადდება და უკაბელო ინტერნეტი ჩაირთვება

„ახალ ავტობუსებში, გაჩერებების გამოცხადება და უკაბელო ინტერნეტის მიწოდება სატეტსო რეჟიმში მიმდინარეობს“, - ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „BusinessTime“- ს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს.   
 
„მიმდინარეობს მუშაობა ავტობუსებში გაჩერებების გამოცხადების სერვისის დამატებაზე და უკაბელო ინტერნეტის მიწოდებაზე. ეს ორივე, რამდენიმე ავტობუსში უკვე სატესტოდ ამოქმედდა. მიმდინარეობს დაკვირვება და ახლო მომავალში, სატესტო პერიოდის დასრულების შემდეგ, ახალ ავტობუსებში ამ სერვისების ეტაპობრივად დამატება დაიწყება“, - განმარტავენ სატრანსპორტო კომპანიაში.
 
 
ავტორი: მირანდა შურღაია
ელფოსტა: businesstime@medial.ge
907