BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

„თიბისი ბანკი“ უზბეკეთში შედის

უზბეკეთის ცენტრალურმა ბანკმა "თიბისი ბანკს" ტაშკენტში, ბანკის გახსნის წინასწარი ნებართვა მისცა.
 
უზბეკეთის ცენტრალური ბანკის ზედამხედველობის კომიტეტმა 20 იანვარს, "თიბისი ბანკზე"ტაშკენტში ბანკის გახსნის წინასწარი უფლება გასცა, - ამის შესახებ ინფორმაციას მარეგულირებლის პრესსამსახური ავრცელებს.
 
"ბანკის შექმნის წინასწარი ნებართვა 6 თვის ვადით გაიცემა. ამ პერიოდის განმავლობაში, დამფუძნებლებმა სათანადო საორგანიზაციო და ტექნიკური ზომები უნდა მიიღონ და ბანკის ფუნციონირებისათვის საჭირო კაპიტალი უნდა შექმნან იმისთვის, რომ საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მიღების უფლება მოიპოვონ", - განმარტავენ უზბეკეთის ცენტრალურ ბანკში.
 
უზბეკეთის ბაზარზე „თიბისი ბანკის“ ციფრული სერვისის შპაცე-ის გააქტიურების შესახებ გასული წლის იანვარში გახდა ცნობილი. 2019 წლის აპრილში ბანკმა საგადასახადო მომსახურების Pაყმე-ს საკონტროლო აქციების პაკეტი 5.5 მლნ დოლარად შეიძინა.
 
449