BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

თეა წულუკიანი: იმდენად ავღელდი, ნამდვილად მჭირდება დეესკალაციის ოთახში 24 საათით მოთავსება

“ჩვენ ამ ტრიბუნიდან მოვისმინეთ სიმართლეც, ჭორებიც, არაპროფესიონალიზმიც და მოვისმინეთ კიდევ ბევრი სხვა იმდენი რამ, რომ თუ ხუმრობით დავიწყებდი ჩემს გამოსვლას, იმდენად ავღელდი, ნამდვილად მჭირდება დეესკალაციის ოთახში 24 საათით მოთავსება”, – ასე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სახალხო დამცველის ანგარიშს ციხეებში არსებულ მდგომარეობაზე.
 
სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე წარმოადგინა მოხსენება N2, N8, N14 და N15 პენიტენციურ დაწესებულებებში სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგებზე. პრევენციის ეროვნული მექანიზმის ანგარიშში საუბარია ძალადობაზე, რომელსაც პატიმრები განიცდიან სასჯელაღსრულების დაწესებულებებში როგორც ციხის ადმინისტრაციის, ისე უშუალოდ პატიმრების მხრიდან. ანგარიშში საუბარია არაფორმალურ მმართველებზე – ე.წ. “ციხის ავტორიტეტებზე” და კონკრეტულ პატიმრებზე, რომლებიც ციხის ადმინისტრაციის მითითებით ფიზიკურად უსწორდებიან სხვა მსჯავრდებულებს.
988