BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

აშშ-ის ახალმა ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა ფიცი დადო

აშშ-ის ახალი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი იქნება. როგორც საელჩოს ოფიციალური Facebook გვერდი იტყობინება, ელჩმა უკვე დადო ფიცი. 
 
“მოუთმენლად ველით საქართველოში მის ჩამოსვლას”,- წერია პოსტში.
 
შეგახსენებთ, რომ ამ დრომდე საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობას ელიზაბეთ რუდი ასრულებდა. აშშ-ის ელჩი იან კელი საქართველოდან 2018 წლის თებერვალში გაიწვიეს, მას შემდეგ ელჩის პოსტი ვაკანტურია.
400