BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

„გარდაბნის თბოელექტროსადგური 2“-ის ოფიციალურად გაიხსნა

ქვემო ქართლში, გარდაბანში  „გარდაბნის თბოელექტროსადგური 2“-ი ოფიციალურად გაიხსნა. 
 
გახსნის ცერემონია, რომელსაც 120-ზე მეტი სტუმარი, მათ შორის საქართველოს მთავრობის, საქართველოს პარლამენტის, საპარტნიორო ფონდის, თანაინვესტირების ფონდის,  „თბილისი ენერჯის,“  ასევე  საერთაშორისო ორგანიზაციების, ადგილობრივი ხელისუფლების, ბანკების, ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლები და ექსპერტები ესწრებოდნენ.
 
ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.
 
230 მეგავატი სიმძლავრის გარდაბნის თბოელექტროსადგური ელექტროენერგიის გენერაციას ოფიციალურად დაიწყებს.  კომბინირებული ციკლის, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი, თანამედროვე, ენერგოეფექტური თბოელექტროსადგურის მშენებლობაში სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ  180 მილიონამდე აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა.
912