BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

ქარსელაძე: უნდა დაიხარჯოს თუ არა ასობით მილიონი ლარი იმისთვის, რომ აშენდეს გზა პორტისთვის, რომლის მშენებლობაც ჯერ არ დაწყებულა

ახლა საუბარია იმაზე, უნდა დაიხარჯოს თუ არა ასობით მილიონი ლარი იმისთვის, რომ აშენდეს გზა პორტისთვის, რომლის მშენებლობაც ჯერ არ დაწყებულა, - ამის შესახებ რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ საკითხის კომენტირებისას განაცხადა.
 
მინისტრის მოადგილის თქმით, უნდა არსებობდეს ანაკლიის პორტი იმისთვის, რომ აშენდეს გზა.
 
"გზის და რკინიგზის მშენებლობა იყო ის ვალდებულება, რომელიც სახელმწიფოს ამ პორტისთვის, კონკრეტულად ამ ხელშეკრულებით უნდა აეშენებინა, უპორტო გზა უკვე არსებობს. 2018-2019 წლებში ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები განვახორციელეთ არსებულ გზაზე და ანაკლიის მოსახლეობას გადაადგილების პრობლემა საერთოდ არ აქვს. პირიქით, წელსაც დაგეგმილი გვაქვს კიდევ ერთი მონაკვეთის რეაბილიტაცია. უნდა არსებობდეს პორტი იმისთვის, რომ ავაშენოთ გზა. ანაკლიის და განმუხურის მოსახლეობისთვის კი გზა უკვე არსებობს", - განაცხადა ქარსელაძემ.
340