BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

NDI: ტაქსების რეგულაციებს 47% – სწორად, 47% კი არასწორად აფასებს

აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. 2019 წლის დეკემბერში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, კითხვაზე, თუ როგორ აფასებთ უკანასკნელ თვეებში ტაქტების მიმართ ამოქმედებულ რეგულაციებს - თბილისის მაცხოვრებელთა 47% პასუხობს, რომ ამ რეგულაციებს ემხრობა, 47% კი მათ არასწორად მიიჩნევს.
 
2019 წლის ოქტომბერში თბილისში ტაქსების რეგულაციები ამოქმედდა. ცვლილებებით, ქალაქში მოძრავი ტაქსის ფერი მხოლოდ თეთრი შეიძლება იყოს.
 
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 2019 წლის 19 ნოემბერი-13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 180 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.
 
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK აიდ-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს ჩღღჩ-საქართველო.
272