BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

2019 წელს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 41.5%-ით გაიზარდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, გასული 2019 წლის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტები, ჯამში, 5 209 505 მგზავრს მოემსახურა, რაც 2018 წელთან შედარებით 3.5%-ით მეტია, ხოლო ხოლო 2017 წელთან შედარებით ზრდა 27.63%-ია.  
 
რაც შეეხება ქუთაისის აეროპორტს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 41.51%-ით გაიზარდა. სულ გადაყვანილ იქნა 873 616 მგზავრი, რაც 256 243 მგზავრით მეტია ვიდრე 2018 წელს მიღებული მგზავრების რაოდენობა.
206