BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

2019 წელს საქართველოს ექსპორტი 12.4%-ით გაიზარდა, იმპორტი 0.8%-ით შემცირდა

2019 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 12 834.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2.7-ით მეტია.
 
საქსტატის მონაცემებით, ექსპორტი 3 771.5 მლნ. აშშ დოლარი იყო (12.4 პროცენტით მეტი), ხოლო - იმპორტი 9 063.2 მლნ. აშშ დოლარი (0.8 პროცენტით ნაკლები).
 
საანგარიშო პერიოდში უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2019 წელს 5 291.8 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.2% შეადგინა.
200