BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

ბაკურიანში ახალი სასტუმრო „კომორები“ გაიხსნა

ბაკურიანში, კოხტა გორას ძირში 77-ნომრიანი სასტუმრო „კომორები“ გაიხსნა. სასტუმროში 3.5 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. ახალი სასტუმროს მფლობელები თამარ უსანეთაშვილი და ლიალია შონია არიან.
 
ამჟამად და მიმიდნარე წლის განმავლობაში სასტუმროში ერთი ღამე, 2-კაციანი ნომრის ღირებულება, კვებით 60-დან 80 დოლარამდე იქნება.
 
„სასტუმროს აქვს თავისი ტურები, ჰყავს ტრენერები თხილამურების სწავლის მსურველთათვის; სასტუმრო მდებარეობს კოხტაგორის ძირში, ფაქტობრივად, ტყეში, რაც დამსვენებლისთვის სიმშვიდეს და სიმყუდროვეს უზრუნველყოფს. არანაირი ქაოსი, რაც ბაკურიანს ახასიათებს, აქ არ აღწევს. ცენტრალურ სასრიალომდე ფეხით სავალი 100 მეტრია და აქედან ხდება ქვემოთ ჩასრიალება საბაგიროს ძირში, ხოლო ზემოდან შეგილიათ თხილამურებით მოხვიდეთ სასტუმრომდე.
 
ბავშვებისთვისაც იდეალური მდებარეობაა, მშობლებისთვისაც იდეალურია. გვაქვს სათამაშო ოთახი, გვყვავს ძიძა, რომელსაც შეგიძლიათ ბავშვი დაუტოვოთ. ზაფხულისთვის ვფიქრობთ, რომ უფრო მეტი დატვირთვა გვექნება, იმიტომ რომ სასტუმრო ტყეშია განთავსებული და ტყეში გვაქვს სათამაშო ატრაქციები ბავშვებისთვის და არის ნაძვნარი, რაც ამ ბოლო დროს ბაკურიანშიც სანატრელი გახდა”, - აცხადებს შალვა ალავერდაშილი. 
 
მისივე თქმით, გაზაფხულისთვის სასტუმროში საკონფერენციო დარბაზის და საუნას მოწყობა დასრულდება.
861