BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

მაია ცქიტიშვილი გუდაურში ჩავიდა

როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ინფრასტრუქტურის მინისტრმა   მაია ცქიტიშვილმა გუდაურში, წყალმომარაგების სისტემაში არსებული შეფერხების აღმოსაფხვრელად მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. 
 
აღსანიშნავია, რომ გუდაურსა და ბაკურიანში წყალმომარაგების პრობლემა ახალი წლის დღეებში დაიწყო და პრობლემის აღმოსაფხვრელად სამუშაოები მიმდინარეობს, მაგრამ ადგილზე ამ დრომდე არ ჩასულა არც ერთი მინისტრი. გუშინ პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციასი საგანგებო შეხვედრა გამართა, რომელსაც მაია ცქიტიშვილიც ესწრებოდა.
 
ცნობისთვის: რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ "გაერთიანებული წყალმომარგების კომპანიის" დირექტორი ეკატერინე გალდავა თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ის გრიგოლ მანდარიამ ჩაანაცვლა.
420