BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

ნინო ჩიქოვანი ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნა

საქპატენტის თავმჯდომარეს ახალი მოადგილე ყავს. ნინო ჩიქოვანი, რომელიც წლების განმავლობაში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატაში მუშაობდა და ამ ორგანიზაციას ოთხწლიანი საპრეზიდენტო ვადით ხელმძღვანელობდა, საქმიანობას საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში აგრძელებს. 
 
"მოხარული ვარ რომ შევუერთდი ორგანიზაციას, რომელიც ისეთ მნიშვნელოვან სფეროს ემსახურება, როგორიც არის ინტელექტუალური საკუთრება. მომავალი წლისთვის ვგეგმავთ ისეთი მიმართულებების კიდევ უფრო გააქტიურებას, როგორიც არის:  ახალგაზრდებში საგამომგონებლო საქმიანობის სტიმულირების ხელშეწყობა; გამომგონებლობის სწავლების თანამედროვე მეთოდების პოპულარიზაცია და გამოყენება; ახალგაზრდებისთვის სწორი მიმართულების მიცემა ღირებული გამოგონებებისა და ინოვაციური პროექტების შექმნის პროცესში.  ასევე, მწარმოებელთან, ფერმერებთან, მომხმარებლებთან პერმანენტული  შეხვედრები გაიმართება და განვიხილავთ ბიზნესის წარმომადგენლებთან ინტელექტუალური საკუთრების სფეოროში მათთვის მნიშვნელოვან საკითხს", - განუცხადა საინფორმაციო სააგენტო "Business Time"-ს ნინო ჩიქოვანმა. 
1210