BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი თავისუფალია

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი თავისუფალია, - ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
 
„ამჟამად იგი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება“, - აცხადებენ სუს-ში.
 
ცნობისთვის, ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო ძალებმა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით 9 ნოემბერს დააკავეს. ვაჟა გაფრინდაშვილი ბრალს არ აღიარებდა და აცხადებდა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება. 20 დეკემბერს, გაფრინდაშვილს ე.წ. სასამართლომ 1 წლით და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
1167