BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

დიმიტრი სანაკოევი: „მუდმივად ოკუპაციაზე ყვირილი არაფრის მომტანია“

მუდმივად ყვირილი ოკუპაციაზე, რას ცვლის? თუ ჩვენ ვართ ორიენტირებული რეზულტატზე, მაშინ ამის ყვირილი არაფრის მომტანია“, - ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დიმიტრი სანაკოევმა საინფორმაციო სააგენტო „Business Time”-თან ინტერვიუში განაცხადა.

დიმიტრი სანაკოევმა სააგენტოსთან ინტერვიუში დროებითი ადმინისტრაციის გეგმებზე და პრიორიტეტებზე ვრცლად ისაუბრა.

ბატონო დიმიტრი, პირველ რიგში, ძალიან დიდი ამდლობა ინტერვიუსთვის. ე.წ. სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაცია 2019 წლის განმავლობაში, რა მიმართულებით იყო აქტიური და რას საქმიანობდა?

თქვენ იცით, რომ ჩვენი აქტიურობის ორი ფაზა იყო - 2008 წლის ომამდე და ომის შემდგომი პერიოდი. როდესაც დროებითი ადმინისტრაცია პოლიტიკურ საკითხებში არ მონაწილეობს, ვინაიდან რუსულმა მხარემ ცალმხრივად აღიარა სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა და ყველანაირი ურთიერთობა გაჩერდა. შესაბამისად, ჩვენი საქმიანობა ძალიან შეიზღუდა. ჩვენი მიზანს არა მხოლოდ ეკონომიკური მიმართულებით საქმიანობას წარმოადგენდა, არამედ პოლიტიკური საკითხების მოგვარებაშიც ჩვენი წვლილი შეგვეტანა, თუმცა 2008 წლის ომმა სხვა რეალობის წინ დაგვაყენა. ამ რეალობის გათვალისწინებით, ჩვენი ადმინისტრაცია სოციალური პროექტების განხორციელების ველზე გადავიდა, ეს არის: დევნილები, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანები, რომლებსაც შესძლებისდაგვარად, ვეხმარებით მედიცინის და განათლების კუთხით. დევნილის სტატუსის მინიჭების პროცესშიც ვართ ჩართულები. ასევე, ვახორციელებთ მონიტორინგს და შესაბამის დახმარებას ვუწევთ იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც თბილისში განათლების მიღება სურთ.

2019  წლის განმავლობაში, რამდენმა ახალგაზრდამ გამოთქვა თბილისში სწავლის სურვილი?

მიმდინარე წლის განმავლობაში ახალგორიდან, ორ ახალგაზრდას დავეხმარეთ და მათ მიიღეს სასწავლო გრანტი. ერთი გოგოა და მეორე ბიჭი.  შეიძლება ითქვას, რომ ეს ორი ახალგაზრდა პირველი მერცხლები არიან, რომლებმაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის და ჯანმრთელობისა და სოციალური სამინისტროსა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს მინისტრის აპარატის მიერ შემუშავებული პროგრამის ფარგლებში მიიღეს სასწავლო გრანტი. თქვენ იცით, რომ სწავლა სამხრეთ ოსეთში რუსულად მიმდინარეობს, საქართველოში კი ქართულად, შესაბამისად, აქ სწავლის გარკვეული სირთულეები აქვთ ახალგაზრდებს,  აღნიშნული პროგრამა კი - 1+4, რომელიც  ითვალისწინებს პირველ წელს ქართული ენის ინტენსიურ სწავლებას, რის შემდეგ სტუდენტი სახელმწიფო უნივერსიტეტში ირიცხება. ეს ძალიან კარგი პროგრამაა და ჩვენ ყველანაირად ვუწყობთ ამის წარმატებით განხორციელებას ხელს.

გამოდის, რომ 2019 წელს მხოდოლ ორმა ახალგაზრდამ გამოთქვა სწავლის სურვილი....

მსურველები სავარაუდოდ, ბერვნი არიან, ვინადიან ცხინვალში მხოლოდ ერთი უნივერსისტეტია, რომელიც თავის დროზე პედაგოგიურ ბაზაზე იყო შექმნილი. სამხრეთ ოსეთში ყოველ წლიურად 500-600 კურსდამთავრებული ახალგაზრდაა. ახალგაზრდების დიდი ნაწილი რუსეთში მიემგზავრება, ვინაიდან აღნიშნული უნივერსისტეტის დონე ვერ აკმაყოფილებას ვერანაირ სტანდარტს და კრიტიკას. შესაბამისად, ახალგაზრდები მუდმივად ფიქრობენ წასვლაზე, რაც შეეხება თბილისში სწავლას - აქ პოლიტიკური საკითხი მათ ხელს უშლის, ვინაიდან რუსული პროპაგანდა მძლავრია და მათ არ აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ღიად, რომც ჰქონდეთ სურვილი, გადმოვიდნენ და აქ ჩააბარონ.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ბიუჯეტი 2.4 მლნ ლარს შეადგენს. ძირითადად, რა პროექტებში იხარჯება ეს თანხა?

მართალი ბრძანდებით, ჩვენი ადმინისტრაციის ბიუჯეტიდან  1000 დევნილმა შესაბამისი სამედიცინო დახმარება მიიღო. საინტერესოა ასევე ის ფაქტი, რომ სამხრეთ ოსეთიდან 300-მდე ადამიანი თბილისში სამკურნალოდ ჩამოვიდა. ამ მიმართულებით, ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ. 300 ათასამდე ლარი კი სოციალურ და კულტურულ პროგრამებს  ხმარდება, ჯანდაცვის მიმართულებით გვაქვს მოქნილი პროგრამები. ასევე ანსამბლ „ნართს“ ჩვენ ვაფინანსებთ. გარკვეული ნაწილი კი ადმინისტრაციის თანამშრომლების ხელფასებზე იხარჯება.

როგორ ფიქრობთ, ის სტატუს-ქვო, რომელიც დღეს არსებობს, როგორ შეიძლება დაიძრას და დროებითი ადმინისტრაციის გააქტიურება თუ არის გეგმაში?

ადმინისტრაციის საქმიანობის აქტივიზაცია შეიძლება, თუ ოკუპირებულ რეჟიმთან პირდაპირ მოლაპარაკებებს დავიწყებთ. თქვენ იცით, რომ მსგავსი ტიპის დიალოგო დღეს არ არსებობს. ჟენევის ფორმატში საკითხები ვერ წყდება, ვინაიდან ძალის არ გამოყენების საკითხს მოლაპარაკებები ჩიხში შეჰყავს. არც ჰუმანიტარულ საკითხებზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები, ვინაიდან აქ ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების საკითხი დგება, რაც ჩვენთვის მიუღებელია და ეს ვერც ვერასოდეს მოხდება.

ძალიან ხშირად გვესმის ოკუპირებული რეჟიმის მხრიდან განცხადებები იმის შესახებ, რომ მათი მიზანი და დიდი სურვილია რუსეთთან გაერთიანება. აღნიშნულ მიზანს და სურვილს ადგილობრივი მოსახლეობა იზიარებს?

თქვენ იცით, რომ ნებისმიერი საზოგადოების აზროვნება შესაძლებელია იქითკენ მიმართო, საითაც შენ გჭირდება, მითუმეტეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ამისათვის საჭიროა შესაბამისი რესურსები და პირობები. რადგან ცხინვალის რეგიონის ე.წ მთავრობას შეუძლია ნებისმიერი მიმართულებით მართოს საზოგადოების აზროვნება. პირველი - ე.წ. საშიშროება, ქართველების სახით მტრის ხატის შექმნა, მეორე - რა თქმა უნდა, ტელევიზია, რომელიც მუდმივად აღნიშნულ საშიშროებაზე და ოსი ხალხის გენოციდზე საუბრობს. სწორედ აქედან გამომდინარეობს ადგილობრივი მოსახლეობის განწყობა იმის შესახებ, რომ შეუერთდნენ რუსეთის ფედერაციას. რუსეთს არ აღელვებს ოსი ხალხის მომავალი, მას საკუთარი ინტერესები ამოძრავებს.

დღეს, თქვენ გააქვთ ადგილობრივებთან კონტაქტი, როგორია მათი განწყობა?

განწყობა სხვადასხვანაირია. იქ მცხოვრებ ადამიანებს - დიდს თუ პატარას, ესმით, თუ რა გააკეთა რუსეთმა და რა გამოიწვია. არავინ სამხრეთ ოსეთის მომავალზე არ საუბრობს, არც ფიქრი სურთ ამაზე. ფიქრობენ მხოლოდ: გაზი გვაქვს, შუქი გვაქვს, პროდუქტები გვაქვს, რომელიც უფრო იაფია, ვიდრე თბილისში, რასაც მათთვის მნიშვნელოვანია.

ანუ, რა გამოდის - ეკონომიკურად უკეთესად არიან?

რომელ ეკონომიკაზე მეკითხებით, სამხრეთ ოსეთში ეკონომიკა არ არსებობს. რუსეთიდან თანხის გადარიცხვა და   ამ  თანხის გადანაწილება ხორციელდება, მეტი არაფერი. არანაირი განვითარება, არანაირი ქარხანა. სამხრეთ ოსეთის რეგიონი სანამ საქართველოს დანარჩენ ნაწილს არ შეუერთდება, იქ ეკონომიკურ განვითარებაზე საუბარი ზედმეტია. დღეს სამხრეთ ოსეთში 30 ათასი ადამიანი ცხოვრობს, მათი ფინანსურად დაკმაყოფილება პირდაპირ რუსეთიდან ხდება, სხვა სამუშაო ადგილების შექმნა, ეკონომიკური აქტივობები იქ არ არსებობს.

მათ ეს რეალობა მოსწონთ?

კი, მათ ეს მოსწონთ! საქართველოსთან დაკავშირებული რეალობა მათთვის მისაღებია, შეიძლება საკუთარი თავით არ იყვნენ კმაყოფილები, მაგრამ როგორც გითხარით, ქართევლების სახით შექმნილია მტრის ხატი და ამის გათვალისწინებით მათ ეს რეალობა აწყობთ. ჩვენ რუსეთთან უნდა ვიმუშაოთ ამ მიმართულებით.

რას ნიშნავს, რუსეთთან ვიმუშაოთ?

ჩვენ ურთიერთობები უნდა დავალაგოთ, ეკონომიკური პოტენციალი ბევრად უფრო მეტია. ჩვენ ყოველთვის ვიქნებით დაინტერესებული რუსული ეკონომიკით. გვინდა ჩვენ ეს თუ არა. მეორე პოლიტიკური საკითხია. პუტინი და კარასინი მუდმივად არ იქნებიან, მათ სხვები ჩაანაცვლებენ. შესაბამისად, ჩვენ ნიადაგი უნდა მოვამზადოთ იმისათვის, რომ საზოგადოებას შორის  დაპირისპირება არ მოხდეს.

საზოგადოების დაპირისპირების საფრთხეს ხედავთ? რა ნიადაგზე საუბრობთ?

გვახსოვთ, როდესაც გავრილოვი იყო ჩამოსული, როდესაც ჩვენ ვაცხადებდით, იმას რაც რუსულ საზოგადოებას აღიზიანებდა. კი - რუსეთი ოკუპანტია, მაგრამ მუდმივად ამის თქმა, რას ცვლის?  რუსეთი ოკუპანტია და ეს დღევანდელი რეალობაა.

ამის არ თქმით, რა შეიცვლება?

შესაბამის ზონებზე უნდა იყოს წარწერა, რომ ოკუპირებული ზონაა, რაც ვფიქრობ საკმარისია იმისათვის, რომ აქ ჩამოსულმა ტურისტებმა ნახონ. თუ ჩვენ ვართ ორიენტირებული რეზულტატზე, მაშინ მხოლოდ ყვირილი არაფრის მომტანია და ვიფიქროთ შედეგზე. რუსეთის მოსახლეობის ნაწილმა ეს ყველაფერი იცის, ნაწილი მხარსაც კი უჭერს ამ ყველაფერს. ვინ დაგვეხმარება რუსეთის გადაწყვეტილების შეცვლაში? გარდა რუსეთისა, ვინ შეცვლის ამ გადაწყვეტილებას?

გპასუხობთ, დასავლეთისა და ევროპის ზეწოლის გარეშე ამ საკითხის გადაჭრა წარმოუდგენელად მიმაჩნია...

11 წელი გავიდა ოკუპაციის შემდეგ, დასავლეთმა მოახდინა გავლენა? ჩვენი საკითხის გამო რუსეთთან მიმართებაში, თუნდაც ერთი სანქცია აამოქმედა?

თქვენ, რუსეთთან პირდაპირ დიალოგს უჭერთ მხარს?

არა, რუსეთთან პირდაპირი დიალოგი ძალზედ საშიშია და ამას არავის ვუსურვებ. მათთან საუბარი უნდა მოხდეს ამარიკელებთან და ევრო კავშირთან ერთად. მათ გარეშე ჩვენ ვერაფერს ვიზავთ. უბრალოდ ყვირილი და შეურაცხყოფის მიყენება არ მიმაჩნია გამართლებულად. მომავალ თაობებს შორის არ უნდა იყოს დაძაბულობა და სიძულვილი, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ დღეს არსებული ხელოვნურად შექმნილი სიძულვილი, რომელსაც რუსეთი მუდმივად ხელს უწყობს, თაობებში არ გადავიდეს. ჩვენ მზად ვართ რუსეთთან დავსხდეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან იმ პირობით, რომ ის აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს დაგვიბრუნებს?

გააჩნია, რის ფასად?

თქვენთან მაქვს კითხვა, მზად ვართ თუ არა ჩვენ, რომ ვაპატიოთ ომში დაღუპული გმირების სიკვდილი? მერწმუნეთ, ოკუპაციის ყვირილი არ არის გამოსავალი...

ბატონო დიმიტრი, საქართველოში არასოდეს ყოფილა რუსი ხალხის მიმართ სიძულვილი, ჩვენ ლეგიტიმურად ვყვირით ოკუპაციაზე... მიუხედავად ამისა, რუსი ტურისტები ძალიან კომფორტულად გრძნობენ საქართევლოში თავს....

ეს თქვენ გგონიათ ასე. რუსი ტურისტი, ჩამოვდივარ საქართველოში, ვარ საკუთარი ქვეყნის პატრიოტი და თქვენ მიყვირით, რომ რუსეთი ოკუპანტია. თქვენ შეგიძლიათ თქვათ, რომ პუტინია ოკუპანტი. მე ვამბობ, რომ საზოგადოების გაღიზიანება არ უნდა მოხდეს.

მინდა გკითხოთ, ჩვენი ექიმის, ბატონი ვაჟას დაკავებაზეც...

მე მას მთლიანად მხარს ვუჭერ. მითუმეტეს, რომ ის ჩემი ექიმია. მან საკუთარი პოზიცია დააფიქსირა და არ აღიარა ოკუპირებული ტერიტორიის ე.წ. საზღვარი. ეს დაკავება არის სრულიად უსამართლო და არაკანონიერი. იმედს ვიტოვებ, რომ ბატონი ვაჟას გათავისუფლება მალე მოხდება.

ე.წ. სასამართლომ მას 1 წელი და 9 თვე მიუსაჯა...

რომელ სასამართლოზეა საუბარი?! ესენი ყაჩაღები არიან. ხომ შეიძლებოდა, მათ ვაჟა უკან მოებრუნებინათ, რისთვის დააკავეს? ექიმი ხომ ყველგან ექიმია?! ძალიან ვწუხვარ,  ცხინვალის ე.წ ხელისუფლების ასეთი სამარცხვინო საქციელის გამო, რადგან ხალხის აზრი აბსოლუტურად განსხვავებყულია. მითუმეტეს ვაჟა ექიმს მათთვის ბევრი სიკეთე აქვს გაკეთებული.

იყო საუბარი იმაზე, რომ დროებითი ადმინისტრაციის არსებობა საჭიროა, თუ არა..

ამაზე საუბრები 2012-2013 წლებში იყო. მაშინ ვამბობდი, რომ ეს საკითხი არა სანაკოევის, არამედ საქართველოს ხელისუფლების გადასაწყვეტია. რამდენად საჭიროა - იმდენად აქტიური და საჭირო იქნება ადმინისტრაცია. გინდათ ეს თქვენ თუ არა, ჩვენ ვართ ის ადამიანები, რომლებიც ოკოპირებულ რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას პირდაპირ ესაუბრება.

ადმინისტრაციის გაუქმების საკითხი რეალურად იდგა?

ჩემს დონეზე აღნიშნული საკითხი არ განიხილებოდა. მოვისმინე ბატონი ვოლსკის მხრიდან, რომელიც ამბობდა, რომ განხილვას აპირებდნენ აღნიშნული საკითხის. მას შემდეგ, არაფერი მსმენია..

რა გეგმები გაქვთ 2020 წლისთვის?

კარდინალურად ჩვენი საქმიანობა არ შეიცვლება. სოციალური საკითხების მიმართულებით, ჩვენი მანდატის ფარგლებში გავაგრძელებთ მუშაობას. რამდენიმე პროექტი გვქონდა დაგეგმილი, თუმცა ვერ მოხერხდა მათი ამოქმედება. ესაა და ეს.

 

846