BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

საპენსიო სააგენტოს დირექტორი: ვილოცებ რეფორმის წარმატებისთვის...

რეფორმა მიმდინარეობს წარმატებით და ის გაგრძელდება წარმატებით, მე დარწმუნებული ვარ ამაში, მე ამის შესახებ ვილოცებ ყოველთვის. მე ვიქნები მორალურად ჩემი გუნდის გვერდით”,- ამის შესახებ საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან სურგულაძემ დღევანდელ ბრიფინგზე მის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა. 
 
კითხვაზე, ხომ არ შეარყევს დაგროვებითი რეფორმის მიმართ ნდობას, სააგენტოს დირექტორის მიერ თანამდებობის დატოვება, სურგულაძე ამბობს, რომ - არა:
 
“რეფორმასთან დაკავშირებით თავიდან ისმოდა კითხვები. ჩვენმა სააგენტომ იმუშავა ძალიან ბევრი და კარგად და დღეს ეს ნეგატივი ასე თუ ისე არის ნიველირებული. ამაზე მეტყველებს ისიც, რომ გაცილებით ნაკლებმა ადამიანმა დატოვა საპენსიო სქემა, ვიდრე ვინმე ელოდა. შესაბამისად, ეს ნდობა ჩვენ გარკვეულწილად მოვიპოვეთ.
 
საპენსიო სააგენტოს დირექტორად ლევან სურგულაძე გასული წლის სექტემბერში დაინიშნა.
1686