BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

თბილისსა და რეგიონებში თანადაფინანსების გრანტების პროგრამის საინფორმაციო დღეები გაიმართება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრები დაიწყო. თბილისსა და საქართველოს რეგიონებში დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ეძლევათ, დაესწრონ ღია კარის დღეებს, მიიღონ მეტი ინფორმაცია საგრანტო პროგრამის შესახებ და მოისმინონ პასუხები პროგრამის გარშემო არსებულ კითხვებზე. 
 
თბილისში საინფორმაციო დღეები ტარდება ყოველ ხუთშაბათს, 19:00 საათზე, ტექნოპარკში (მისამართი: ინოვაციების ქ. 7, ოქროყანა). საინფორმაციო დღეები რეგიონებში კი შემდეგი განრიგით ჩატარდება: 
 
თარიღი და დრო ქალაქი ადგილი:
 
9 დეკემბერი ორშაბათი 11:00 ბათუმი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
9 დეკემბერი, ორშაბათი,  15:30 ზუგდიდი ტექნოპარკი, ზუგდიდი
10 დეკემბერი, სამშაბათი, 11:00 ქუთაისი ქუთაისის, ა. წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის მწვანე დარბაზი
11 დეკემბერი, ოთხშაბათი, 13:00 თელავი თელავის ტექნოპარკი
 
ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო თანადაფინანსების გრანტების პროგრამას მსოფლიო ბანკის პროექტის ,,ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის” (GENIE) ფარგლებში უკვე მეოთხედ ახორციელებს. საგრანტო პროგრამა უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდა, ფორმირების ეტაპზე მყოფ კომპანიებს და ინოვატორებს. კერძოდ, გამოცხადებული საგრანტო პროგრამა გულისხმობს 100 000-ლარიან თანადაფინანსების გრანტს.
 
პროგრამის მიზანია  საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტების დამომსახურების  შემუშავება, მათი კომერციალიზაცია და ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება.
 
GENIE პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული თანადაფინანსების გრანტები სტარტაპებისთვის განკუთვნილია დამწყები/ორწლამდე კერძო, მცირე საწარმოებისთვის. საგრანტო კონკურსისთვის განკუთვნილი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს ორ მილიონ ლარს. მოთხოვნილი გრანტის მაქსიმალური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 100 000 ლარს. თანადაფინანსების მინიმალური მოცულობა სტარტაპ-გრანტების შემთხვევაში შედგენს 10%-ს.
 
 
 
522