BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან სურგულაძე თანამდებობას ტოვებს

BMG-ის ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფო საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან სურგულაძე თანამდებობას ტოვებს.

არსებული ინფორმაციით, მის მიერ სააგენტოს დატოვების შესახებ განცხადება უახლოეს მომავალში გაკეთდება. 

ლევან სურგულაძე თანამდებობას 2018 წლის 17 სექტემბრიდან იკავებდა. ამ დროისთვის უცნობია სურგულაძის გადაწყვეტილების მიზეზი, ასევე უცნობია, ვინ შეცვლის მას საპენსიო ფონდის სააგენტოს ხელმძღვანელის პოსტზე. 

2019 წლის 30 ნოემბრის მდგომარეობით, საპენსიო სააგენტოს ფონდის ზომა 455.3 მილიონ ლარს შეადგენს. 

881