BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

8 იანვრიდან ჭავჭავაძის გამზირის ვაკის პარკის მიმდებარე მონაკვეთის რეაბილიტაცია იწყება

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, 8 დეკემბრიდან 8 იანვრამდე ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის პროცესი დროებით შეჩერდება და ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგება. 8 იანვრიდან კი საგზაო სამუშაოები ვაკის პარკამდე გაგრძელდება. 
 
„ჭავჭავაძის გამზირზე ამჟამად ტროტუარების დასუფთავება მიმდინარეობს, რომლებიც ახალი ფილებით არის მოპირკეთებული. რაც შეხება საგზაო ინფრასტრუქტურას, დარჩენილი მონაკვეთის მოასფალტება ხვალ დილით დაიწყება და დღის ბოლომდე დასრულდება. 8 დეკემბერს ეს მონაკვეთიც დაიხაზება და ჭავჭავაძის გამზირზე გზა გაიხსნება. დაგეგმილი საგზაო სამუშაოები 8 იანვრამდე შეჩერდება. შუქნიშნები დაიდგმება და მოძრაობა აღდგება ისე, როგორც ეს გამზირის რეაბილიტაციამდე იყო. ჩვენ გავაგრძელებთ ტოტუარების მოწესრიგებას და გამწვანების სამუშაოებს. საგზაო სამუშოები კი 8 იანვრიდან განახლდება და ვაკის პარკამდე გაგრძელდება“, - განაცხადა კახა კალაძემ. 
 
მისივე თქმით, გამზირზე საგზაო სამუშოების დროებით შეჩერების გადაწყვეტილება ახალი წლის პერიოდის გამო მიიღეს, რადგან ამ პერიოდში ქალაქში ავტომანქანების მოძრაობა გადატვირთულია. 
 
ადგილზე თბილისის მერთან ერთად „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელი რომეო მიქაუტაძე და ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე იმყოფებოდნენ.
858