BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

"თეგეტა" მომხმარებელს იმდენპროცენტიან ფასდაკლებას სთავაზობს, რა ზომის დისკიც აქვს ავტომობილის საბურავს

"თეგეტა მოტორსი" 6 დეკემბრიდან 8 დეკემბრის ჩათვლით, მომხმარებელს ზამთრის საბურავებზე სპეციალურ აქციას  სთავაზობს, რომლის ფარგლებშიც ისინი ზუსტად იმდენპროცენტიან ფასდაკლებას მიიღებენ, რა ზომის დისკიც აქვს ავტომობილის საბურავს.
 
"ამასთანავე, შეგიძლიათ, ისარგებლოთ ზამთრის საბურავების უსასრულო გარანტიით, რაც გულისხმობს, რომ საბურავის დაზიანების შემთხვევაში "თეგეტა მოტორსი" უსასყიდლოდ აღგიდგენთ მას ან აგინაზღაურებთ ღირებულების 100%-მდე თანხას.
 
შეცვლილი ზაფხულის საბურავები შეგიძლიათ შეინახოთ "თეგეტა მოტორსის" "საბურავების სასტუმროში". აქციები მოქმედებს "თეგეტა მოტორსის“ ყველა ფილიალში, მთელი საქართველოს მასშტაბით.
 
იმისთვის, რომ დაზოგოთ დრო და თავიდან აიცილოთ რიგში დგომა, "თეგეტა" გთავაზობთ სერვისს - "თეგეტა კომფორტს". სერვისის ფარგლებში მოგემსახურებათ პერსონალური მენეჯერი, რომელიც თავად უზრუნველყოფს თქვენი ავტომობილის სერვისცენტრში გადაყვანას. პერსონალური მენეჯერი სატელეფონო კომუნიკაციით დეტალურად მოახდენს თქვენს ინფორმირებას ავტომობილის მდგომარეობისა და საჭირო სერვისის შესახებ.
 
შეცვალე საბურავები და იმგზავრე მშვიდად, "თეგეტა" შენთან ერთად უსაფრთხოებისთვის", - აცხადებენ "თეგეტაში".
387