BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

თბილისის ქუჩების ჩამონათვალი, სადაც 3D და 2D საახალწლო ილუმინაციები განთავსდება

თბილის ქუჩებში საახალწლო განათებების მონტაჟი 8 ნომებრიდან დაიწყო.  ამ ეტაპზე მიმდინარეობს ძველი საახალწლო განათებების მოწყობა რაც, ახალი განათებებისა და ახალი ნაძვის ხის დადგმით და ანთებით დასრულდება, - ამის შესახებ  “ბიზნესთაიმს“ შპს "თბილსერვის ჯგუფში" განუცხადეს. 
 
„საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი ყოველწლიურად ნოემბრის დასაწყისიდან იწყება და დეკემბრის შუა რიცხვებამდე - ნაძვის ხის ანთებამდე მიმდინარეობს. წელსაც, საახალწლო ილუმინაციების სამონტაჟო სამუშაოები 8 ნოემბერს დაიწყო. 
წელს ახალი ნაძვის ხის შესასყიდად დაიხარჯა  - 304 848 ევროს ექვივალენტი ლარში და ახალი საახალწლო ილუმინაციების შესასყიდად  დახარჯულია 667 532 ევრო ექვივალენტი ლარში“, - აცხადებენ შპს "თბილსერვის ჯგუფში".
 
საინფორმაციო სააგენტო „ბიზნესთაიმი“ გთავაზობთ ქუჩების ჩამონათვალს, სადაც 3D და 2D საახალწლო ილუმინაციები განთავსდება:
 
ცოტნე დადიანის ქუჩა;
წერონისის ქუჩა;
რობაქიძის გამზირი;
წერეთლის გამზირი;
ჩოლოყაშვილის გამზირი;
კანდელაკის ქუჩა;
თაყაიშვილის ქუჩა;
ყაზბეგის გამზირი;
პეკინის გამზირი;
წყნეთი;
ვარაზისხევი;
კოსტავას ქუჩა;
ლეონიძის ქუჩა;
ბარათაშვილის ქუჩის გამყოფი ზოლი;
ნავთლუღ-ბაღდადის ქუჩა;
ჯავახეთის ქუჩა;
ზღვის უბანი; (დასამონტაჯებელი)
ათონელის ქუჩაზე; (დასამონტაჯებელი)
რუსთაველის გამზირი; (დასამონტაჯებელი)
თავისუფლების მოედანი; (დასამონტაჯებელი)
ორბელიანის მოედანი; (დასამონტაჯებელი)
 
 
 
 
1541