BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

დღეს, ენერგეტიკისა და ელექტროტექნიკის საერთაშორისო გამოფენა იხსნება

4-5 დეკემბერს გამოფენების ცენტრი „ექსპოჯორჯია“ ენერგეტიკისა და ელექტროტექნიკის საერთაშორისო გამოფენა - Elcomm Caucasus 2019-ს უმასპინძლებს.
 
გამოფენის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით და საქართველოს მაღალი კაშხლების ეროვნული კომიტეტის მხარდაჭერით, დღეს, კონფერენცია - „გლობალური ენერგეტიკული ტრენდები, ხალ ენერგეტიკულ პაკეტზე გადასვლა, გამოწვევები და შესაძლებლობები საქართველოსთვის“ გაიმართება.
 
გამოფენის გახსნის ცერემონიას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა დაესწრება.  სტუმრებს შორისაა საქართველოს მაღალი კაშხლების ეროვნული კომიტეტის პრეზიდენტი დავით მირცხულავაც.
 
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ელექტრო ტრანსფორმატორები და რეაქტორები, ჰიდრავლიკური ტურბინები; კონტროლირებადი რეაქტორები; მონიტორინგის სისტემები; მზის პანელები; ახალი ენერგეტიკული პროდუქტები და მომსახურება; კავშირგაბმულობის სისტემები და ა.შ.
 
323