BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

„LE PONT CAUCASIEN“-ის ხელმძღვანელი ილია კახოიძე მონაკოს სომელიეთა ასოციაციის საპატიო წევრად აირჩიეს

ქართული ღვინის პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი წვლილისთვის,  საფრანგეთში მოღვაწე კომპანია „LE PONT CAUCASIEN“-ის ხელმძღვანელი, ქართული ღვინის პრომოუტერი, ენოლოგი ილია კახოიძე მონაკოს სომელიეთა ასოციაციის საპატიო წევრად აირჩიეს.
 
მონაკოს სომელიეთა ასოციაციის რიგით 28-ე გალა-ღონისძიება მონტე-კარლოში გაიმართა. ილია კახოიძეს საპატიო წოდება ასოციაციის პრეზიდენტმა დომენიკ მილარდიმ გადასცა.
 
„ვფიქრობ ძალიან საამაყოა, რომ მონაკოს სომელიეთა ასოციაციის გალა-საღამოზე, სადაც ამ სფეროში მოღვაწე ყველა გავლენიანი ფიგურაა მოწვეული, ირჩევენ მხოლოდ ერთ ახალ წევრს, რომელიც ქართული ღვინის პოპულარიზაციით არის დაკავებული. გალა-საღამოს სტუმრები აცხადებდნენ, რომ “ჩვენ ყველანი ქართველებად ვგრძნობთ თავსო“, ვფიქრობ ეს მნიშვნელოვანი და სასიხარულოა. ეს ყველაფერი არის იმ სწორი, მიზანმიმართული და დაუღალავი შრომის შედეგი“ - აცხადებს ილია კახოიძე.
 
საფრანგეთში ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტო  კომპანია LE PONT CAUCASIEN-თან 2015 წლიდან თანამშრომლობს. კომპანიის ორგანიზებით, ქართული ღვინის წარდგენა საფრანგეთში სხვადასხვა ღონისძიებაზე ხდება. LE PONT CAUCASIEN-ისა და მონაკოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტის დომინიკ მილარდის ინიციატივით, ქართული ღვინის დეგუსტაციები მონაკოშიც გაიმართა, რის შედეგად მონაკოს რესტორნების მენიუში ქართული ღვინოც გამოჩნდა.
344