BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

„სითი მოლში“ Calvin Klein-ის ახალი კონცეფციის შოურუმი გაიხსნა

15 ნოემბერს თბილისში, ქავთარაძის 1-ში მდებარე „სითი მოლში“ Calvin Klein-ის ბრენდის ახალი კონცეფციის  შოურუმი გაიხსნა, რომელიც მსოფლიოში რიგით მეოთხეა, ისეთი დიდი მეგაპოლისების შემდეგ, როგორიცაა -  ნიუ იორკი, დუსელდორფი და შანხაი. ამით ბრენდმა საქართველოს და ქართველ მომხმარებელს უდიდესი ნდობა გამოუცხადა.
 
„ეს გახლავთ სრულიად ახალი კონცეფცია House of Calvin, სადაც წარმოდგენილია ბრენდის ყველა ძირითადი ხაზი ერთ სივრცეში, მათ შორის ბრენდის პირველი ხაზი ქალბატონებისთვის და მამაკაცებისთვის, Calvin Klein Underwear, Calvin Klein Jeans, Calvin Klein Performance”, -  განაცხადა Calvin Klein Georgia-ს აღმასრულებელმა დირექტორმა თეონა გოდერიძემ.
 
შოურუმის ლენტის გაჭრის საზეიმო ცერემონიაში მონაწილეობა ბრენდის გენერალურ მენეჯერთან - მარი დაშნიანთან ერთად, საპატიო სტუმრის სტატუსით ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილემ ეკონომიკის დარგში ქალბატონმა Mackenzie Rowe-მ მიიღო, რომელიც მოწვეულ სტუმრებს ქართულ ენაზე მიესალმა და ამერიკულ აიკონურ მეგა ბრენდს საქართველოში დიდი წარმატება უსურვა.
 
აღსანიშნავია, რომ ქელვინი აქტიურად მისდევს მსოფლიოს ეკოლოგიურ კამპანიას და გარემოს დაცვის მიზნებითვის იყენებს 100%-ით ორგანულ ბამბას. 2017 წელს დაიწყო ექსკლუზიურად დაპატენტებული ეკო ტყავის გამოყენება, რომლის ხარისხი ნატურალურ ტყავს უტოლდება, რადგან 2015 წელს ბრენდმა უარი თქვა, ნატურალური ცხოველური ტყავის გამოყენებაზე.
 
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს ბრენდი დაარსებიდან 50 წლის იუბილეს აღნიშნავს. სხვადასხვა დროს მის სახეებად გვევლინებოდნენ მსოფლიოს კაშკაშა ვარსკვლავები - ქეით მოსი, მარკ უოლბერგი, სინდი კროუფორდი, კიმი და კორტნი კარდაშიანები, ქენდალ ჯენერი, ჯასტინ ბიბერი და სხვები. მიმდინარე წელს ბრენდის სხვადასხვა ხაზის სახეებად  - ნაომი ქემბელი, ირინა შაიკი და ბელა ჰადიდი გვევლინებიან, რომელთა მონაწილეობით შექმნილი თვალისმომჭრელი ვიდეორგოლების პრეზენტაციაც გაიმართა, სპეციალურად ამ საღამოსთვის დამონტაჟებულ უზარმაზარ მონიტორზე.
 
კომერსანტი
329