BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

პარლამენტმა პროპორციული სისტემის კანონპროექტი ჩააგდო

101-ი ხმით პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებ, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებს, ჩააგდო. კენჭისყრას წინ უძღოდა ორდღიანი დაძაბული მოლაპარაკებები და განხილვები პარლამენტსა და "ქართული ოცნების" ოფისში. 
 
კანონპროექტზე მსჯელობის პროცესში ბოლო 2 დღის განმავლობაში პლენარულ სხდომაზე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა. დეპუტატები ერთმანეთს უცენზურო ლექსიკით მიმართავდნენ. ხმაური სხდომაზე მას შემდეგ დაიწყო, რაც დადგინდა, რომ უმრავლესობის დეპუტატების ნაწილმა კანონპროექტის მხარდაჭერაზე უარი განაცხადა. ამის შემდეგ, ოპოზიციას გაუჩნდა ეჭვი, რომ ეს ყველაფერი საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდებას ისახავს მიზნად. გუშინვე ჩატარდა უმრავლესობის სხდომა „ქართული ოცნების“ ოფისში. შეხვედრის დასრულების შემდეგ გამოსულმა დეპუტატებმა პარტიის ლიდერის ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ზეწოლაზე ალაპარაკდნენ. რამდენიმე დეპუტატმა ისიც განაცხადა, რომ თუ მმართველი გუნდი კანონპროექტს არ ჩააგდებს, ისინი მზად არიან უმრავლესობა დატოვონ.
 
შეგახსენებთ, რომ პროპორციულ სისტემაზე 2024-ი წლის ნაცვლად, 2020-ში გადასვლის გადაწყვეტილება, ხელისუფლებამ 20 ივნისის მოვლენებისა და აქციების შემდეგ მიიღო. 
1532