BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

Burger King მცენარეული "ხორცის" ბურგერებს ევროპაშიც გაყიდის

სწრაფი კვების პოპულარულ ქსელ  Burger King-ს ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ, მცენარეული ხორცისგან დამზადებული ბურგერები ევროპაში შეაქვს.  CNN-ის ცნობით, ხორცის ალტერნატივა ევროპის მასშტაბით სხვადასხვა ქვეყანაში უახლოეს პერიოდში გამოჩნდება და მისგან დამზადებული რამდენიმე სახის ბურგერი გაიყიდება. 

სწრაფი კვების ობიექტში განმარტავენ, რომ მცენარეულ ხორცზე მოთხოვნა ეტაპობრივად იზრდება. მომხმარებელი, რომელსაც ხორცის მიღების შემცირება ჯანმრთელობისა და გარემოსდაცვითი მიზეზებით სურს, პერმანენტულად მატულობს, რაც სექტორის მომგებიანობას ხელს უწყობს.  

აღსანიშნავია, რომ როგორც ბრიტანული საფინანსო კომპანია Barclays ვარაუდობს, მცენარეული ხორცის გაყიდვებმა მომავალი ათწლეულის განმავლობაში შესაძლოა, 140 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწიოს, რაც  ხორცის გლობალური ინდუსტრიის თითქმის 10%-ს შეადგენს.  

Burger King მცენარეულ "ხორცს" კომპანია Impossible Foods-ისგან იღებს, რომელმაც მისგან დამზადებული ღვეზელი პირველად ორი წლის წინ გამოუშვა და მას შემდეგ შტატებსა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში პოპულარული გახდა. 

თავად სწრაფი კვების ქსელმა ამერიკის შეერთებული შტატების ობიექტებში მცენარეული "ხორცის" ბურგერები აგვისტოდან შეიტანა.

240