BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

6 პუნქტი წყალტუბოსთან მიმართებით, რასაც მთავრობა საკუთარ თავზე იღებს

ჩვენ გვინდა, მოგაწოდოთ ინფორმაცია თუ როგორი იქნება თანამოქმედება და სინერგია, სახელმწიფოს, კერძო ბიზნესსა და ქველმოქმედს შორის,"- განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  მინისტრმა ნათია თურნავამ. 
 
მინისტრის თქმით, სახელმწიფო წყალტუბოს განვითარების პროექტის ფარგლებში 6 ძირითად ფუნქციას აიღებს საკუთარ თავზე, ესენია: 
 
1) კურორტის განვითარების გენერალური გეგმის შექმნა
2) საჯარო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და განვითარება
3) ადგილზე მცხოვრები დევნილების განსახლება
4) კურორტის ერთიანი ადმინისტრირება
5) წყალტუბოს მარკეტინგის ხელშეწყობა
6) ადგილზე არსებული სამკურნალო წყლის მართვის უზრუნველყოფა
 
შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი წყალტუბოში მდებარე 22 სასტუმროსა და 9 აბანოს გამოსყიდვას და კურორტის რეაბილიტაციას გეგმავს. ივანიშვილის განცხადებით, ის ამ ობიექტებს საჯარო აუქციონზე შეიძენს. 
689