BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

დღეს, მთავრობა წყალტუბოს განვითარების გეგმის საჯარო განხილვას გეგმავს

დღს, 10.45 საათზე, სასტუმრო „რედისონში" გაიმართება წყალტუბოს განვითარების გეგმის საჯარო განხილვა, რომელსაც ნათია თურნავა, მაია ცქიტიშვილი და ლევან დავითაშვილი დაესწრებიან.  
 
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებაზე მოწვეულნი არიან არქიტექტორები, ურბანისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ასოციაციები, ასევე ბიზნესის, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების, საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წარმომადგენლები.
 
შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი წყალტუბოში მდებარე 22 სასტუმროსა და 9 აბანოს გამოსყიდვას და კურორტის რეაბილიტაციას გეგმავს. ივანიშვილის განცხადებით, ის ამ ობიექტებს საჯარო აუქციონზე შეიძენს. 
 
1152