BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

ნინო მესხი: დაინერგა სერვისი, რომელიც პარტნიორთა კრებების ელექტრონულ სივრცეში ჩატარების შესაძლებლობას იძლევა

ბიზნესის რეგისტრაციის ახალი ელექტრონული სერვისებით დაინტერესება მზარდია. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ინტენსიურ სამუშაოებს ახორციელებს იმისათვის, რომ ბიზნესის წარმოებით დაინტერესებული პირებისთვის სარეგისტრაციო პროცედურები მაქსიმალურად მარტივი და ეფექტიანი იყოს. 

იმასთან დაკავშირებით, თუ რა ელექტრონულ სერვისებს  სთავაზობს სახელმწიფო ბიზნესმენებს, „ბიზნესტაიმი“ გთავაზობთ ინტერვიუს  საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბიზნესის რეგისტრაციის სამსახურის უფროსთან  ნინო მესხთან.

როგორც ვიცით, მეწარმეებს შეუძლიათ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მისვლის გარეშე, სახლიდან გაუსვლელად დაარეგისტრირონ ბიზნესი. როგორ და რა პერიოდის განმავლობაში მუშაობდა სახელმწიფო ამ მიმართულებით ?

ელექტრონული სერვისების შეთავაზებაზე საჯარო რეესტრი დიდი ხანია მუშაობს. ჩვენ მოქალაქეებს ეტაპობრივად  ვთავაზობდით გარკვეულ სერვისებს, თუმცა 2019 წლიდან უკვე ბიზნესის რეგისტრაციასთან დაკავშირებული 22-ვე სერვისი, რასაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო სთავაზობს დაინტერესებულ პირებს, ხელმისაწვდომი არის ელექტრონულად, my.gov.ge პორტალის საშუალებით. 

my.gov.ge-ს პორტალი და ეს სერვისები იმ მოქალაქეებისთვის არის გათვლილი, რომლებსაც აქვთ ელექტრონული ხელმოწერის  განხორციელების შესაძლებლობა, შესაბამისად, გააჩნიათ აიდი (ID) ბარათი.  საქართველოს ყველა მოქალაქეს,  ვისაც გააჩნია აიდი (ID) ბარათი და აქვთ ბარათის წამკითხველი მოწყობილობა, შეუძლიათ ელექტრონულად წარმოადგინონ განაცხადები, არ აქვს მნიშვნელობა, საქართველოში იმყოფებიან  თუ მის ფარგლებს გარეთ,  ეს შესაძლებლობა ყველასათვის თანაბრადაა ხელმისაწვდომი.

მეწარმეს ზოგჯერ არ აქვს დრო ეწვიოს იუსტიციის სახლს ან  სხვა ავტორიზებულ პირს. შესაბამისად, ჩავთვალეთ, რომ იმ პირობებში, როდესაც მთელი მსოფლიო მაქსიმალურად მიმართულია ელექტრონული სერვისების გაუმჯობესებისკენ, ჩვენც გადავწყვიტეთ, მეწარმეებისთვის მთელი რიგი ახალი და ინოვაციური სერვისები შეგვეთავაზებინა, რათა პროცედურები მაქსიმალურად გაგვემარტივებინა.

ინოვაციები ახსენეთ, როგორც ვიცით,  საჯარო რეესტრში სულ ახლახან დაინერგა ინოვაციური ელექტრონული სერვისი, რომელიც დაინტერესებულ პირებს საშუალებას აძლევს პარტნიორთა კრებების ელექტრონულ სივრცეში ჩაატარონ. განგვიმარტეთ ეს პროცედურა, ასევე, ის აუცილებლობა, რამაც განაპირობა ამ სერვისის დანერგვა.

შეიძლება თამამად ითქვას, რომ პარტნიორთა კრებების ონლაინ ჩატარების შესაძლებლობა და ეს სერვისი,  სრულიად ახალი და ინოვაციურია მსოფლიოში. ამ სერვისით სარგებლობა შეუძლიათ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების სამართლებრივი ფორმით რეგისტირებულ იურიდიულ პირებსა და  მათ პარტნიორებს. სერვისი განთავსებულია my.gov.ge-ს პორტალზე.  

ახალი, ინოვაციური სერვისი საშუალებას იძლევა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორებმა პარტნიორთა კრებები მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, ელექტრონულ სივრცეში მოიწვიონ, ჩაატარონ და გადაწყვეტილებები მიიღონ.  ინოვაციური პლატფორმა საშუალებას იძლევა ელექტრონულად განხორციელდეს ისეთი პროცედურები, როგორიცაა კრების ელ. ფორმატში ჩატარების შესახებ შეთანხმება, მოსაწვევების დაგზავნის აღრიცხვა,  დამსწრეთა აღრიცხვა, კრების გადაწყვეტილების აღრიცხვა, საბოლოოდ, კრების ოქმის შედგენა და მასზე ციფრული ხელმოწერის დატანა

მომსახურების მისაღებად საჭიროა შპს და მისი პარტნიორები რეგისტრირებული იყვნენ პორტალზე .  პარტნიორთა კრება დგება პროგრამულად. ჩვენ ისე გავაკეთეთ ეს პროგრამა,  რომ მათ მინიმალური ჩარევა დასჭირვებოდათ პროცედურებში. ამ ეტაპზე სერვისი  ხელმისაწვდომია ქართულ ენაზეა და საქართველოს მოქალაქეებისთვის.  თუ შპს პარტნიორი სხვა ქვეყნის მოქალაქეა, ჯერჯერობით, აღნიშნული სერვისით ვერ ისარგებლებს.  თუმცა,  თუ იქნება მოთხოვნა, შესაძლებელია ინგლისურენოვან სერვისის მიმართულებით მუშაობაც.

როგორია საზოგადოების მომართვიანობა ელ. სერვისების მიმართულებით? მომართვიანობისთვის, საჭიროა კონკრეტული სამიზნე აუდიტორიის გარკვეული სახის ინფორმირებაც,  თქვენ რა ტიპის საინფორმაციო კამპანიებს ატარებთ?

იმ მიზნით რომ რაც შეიძლება მეტად იყოს ინფრომირებული ბიზნეს სექტორი ამ სერვისების არსებობის შესახებ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო გერმანიის საერთაშორისო განვითარების საზოგადოება GIZ-თან ერთად მეწარმეებთან  საინფორმაციო კამპანიას, მათ შორის რეგიონებშიც. რეგიონებში ვხვდებით მეწარმეებს და ვაცნობთ  ამ სერვისების გამოყენების შესალებლობებს. ასევე დაინტერესებულ პირებს გადავცემთ ID ბარათის წამკითხველ მოწყობილობას, რომლის საშუალებით შეუძლიათ მათ უკვე განახორციელონ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა დოკუმენტზე. მომზადდა საინფორმაციო ვიდეორგოლი და ბუკლეტებიც.  

შეხვედრებზე, ძირითადად, რა კითხვები და მოთხოვნები  აქვთ მეწარმეებს?

რეგიონებში ჩვენ მოვაწყვეთ ელ. სერვისების პრეზენტაციები. დაინტერესება დიდი იყო. შეხვედრებზე ძირითადი კითხვები ეხებოდა ელექტრონულად დამოწმებული დოკუმენტების ვალიდურობის საკითხს, დამოწმების ზოგად პროცედურებს, როგორ ხდება ელექტრონული ხელმოწერით დოკუმენტის დამოწმება. ელექტრონული დოკუმენტი არის აბსოლუტურად იმავე იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტი, როგორიც სანოტაროდ დამოწმებული. მოქალაქეებს განემარტებათ კანონის ნორმები რომლითაც შესაძლებელი გახდა დამოწმება მოხდეს ელექტრონულად. 2017 წელს ძალაში შევიდა „საქართველოს კანონი ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“, რომლის მიხედვითაც უკვე მოქალაქეებს შეუძლიათ ადამინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობისას გამოიყენონ ელ. ხელმოწერილი დოკუმენტი.

იმის გათვალისიწინებით, რომ ბიზნესის რეგისტრაციის სტატისტიკური მაჩვენებელი სტრაბილურად მზარდია. ელექტრონული სერვისების მიმართულებით ველოდებით მოთხოვნის ზრდას. გვაქვს მეტის მოლოდინი. ვფიქრობთ, ნელ-ნელა სერვისები გახდება გაცილებით მომხარებადი და პოპულარული. 

ამ ეტაპზე,  შემიძლია გითხრათ, რომ 2019 წლის ოქტომბრის მონაცემებით 18 ათასზე მეტი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება დარეგისტრირდა. სტატისტიკური მონაცემების ანალიზს რეგულარულად ვაწარმოებთ და ეს მონაცემები არის მზარდი. რაც შეეხება, ინდ მეწარმეების რეგისტრაციის სტატისტიკურ მაჩვენებელს, ინდ. მეწარმედ სარეგისტრაციოდ მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი  არის საჭირო, შესაბამისად ეს პროცედურაც არის ძალიან მარტივი და 2019 წელს ოქტომბრის მონაცემებით 21 ათასზე მეტმა ინდ. მეწარმემ უკვე გაიარა რეგისტრაცია. რიცხვები მოწმობს, რომ რეგისტრაციის მოთხოვნა მაღალია, ვფიქრობთ, ეს ტენდენცია ელსერვისების მოხმარებაზეც აისახება.

ოქტომბრის ბოლოს, ტრადიციულად, გამოქვეყნდა მსოფლიო ბანკის „ბიზნესის წარმოების“ ახალირეიტინგი, რომლისთანახმადსაქართველოინარჩუნებსლიდერისპოზიციას   ბიზნესისდაწყებისკომპონენტში.

ბიზნესის დაწყების სიმარტივით საქართველოს წელს ისტორიულად საუკეთესო მაჩვენებელი აქვს. მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო კორპორაციის (IFC) კვლევის Doing Business-ის რეიტინგის თანახმად, 10 ინდიკატორიდან ერთ–ერთში, ბიზნესის დაწყების სიმარტივის კომპონენტში, საქართველო მსოფლიოში მეორე ადგილზეა.  ამასთანავე, წლევანდელი მონაცემი საუკეთესოა, ქვეყანა ყველაზე მეტად დაუახლოვდა იდეალურ მაჩვენებელს, გაზარდა სარეიტინგო ქულა და მაქსიმალური ასი ქულიდან 99,6 ქულა მიიღო.  ამასთან, წელს პირველად მიიღო საქართველომ საუკეთესო შეფასება − მხოლოდ ერთი პროცედურა და ერთი დღეა საჭირო ბიზნესის დასაწყებად.

რაც შეეხება კრიტერიუმებს, რის მიხედვითაც დგინდებაბიზნესის დაწყების სიმარტივით ქვეყნების რეიტინგები - მთავარი ინდიკატორი პროცედურების რაოდენობაა. საქართველო ამ კუთხით საკმაოდ მოწინავეა, რადგან რეალურად 190 სახელმწიფოდან მხოლოდ ორ ქვეყანაში: ახალ ზელანდიასა და საქართველოში არის შესაძლებელი ბიზნესის ერთი პროცედურით რეგისტრაცია.

სარეგისტრაციო დოკუმენტაციაც მცირე რაოდენობით მოითხოვება. რეალურად, მოქალაქეებს სარეგისტრაციოდ  სჭირდებათ მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და წესდება. წესდების ელექტრონული ნიმუშები ვებგვერდზეც არის განთავსებული და, შესაბამისად, შეუძლიათ ისარგებლონ  ვებგვერდიდან ამობეჭდილი სტანდარტული ფორმებით, რომელსაც თავადვე, მარტივად,  ან მიმღები ოპერატორის დახმარებით შეავსებენ. საფასურის გადახდა ხდება ელექტრონულად ან მიმღებ ოპერატორთან გადახდის აპარატის საშუალებით. ფაქტობრივად, რეგისტრაციის მიზნებისთვის საჭირო არ არის არანაირი დოკუმენტის მომზადება, წინასწარ რომელიმე სხვა ორგანოში ვიზიტი. ასევე მნიშვნელოვანია, რომ საგადასახადო და სახელმწიფო რეგისტრაცია ერთდროულად ხდება, ანუ თუ ადრე, მაგალითად, დამატებითი ღირებულების გადამხდელად რეგისტრაციისთვის გვჭირდებოდა შემოსავლების სამსახურში ვიზიტი, ასეთი ვიზიტის აუცილებლობა აღარ არის. მოქალაქე მოდის პირდაპირ იუსტიციის სახლში ან სხვა ავტორიზებულ პირთან.  ასევე არ არის საჭირო ბანკში ვიზიტი საბანკო ანგარიშის გასახსნელად.

მსოფლიო ბანკი ასევე აფასებს იმ დროს, რა ვადაშიც ხდება რეგისტრაცია. საქართველოში რეგისტრაციის ვადა არის მხოლოდ ერთი სამუშაო დღე. თუმცა შესაძლებელია რეგისტრაცია განხორციელდეს განცხადების წარდგენისთანავე, დაჩქარებული მომსახურების გამოყენების შემთხვევაში.

ასევე მომსახურების საფასურის მიხედვითაც ხდება ქვეყნის შეფასება. ჩვენთნ იურიდიული პირების რეგისტრაციის შემთხვევაში საფასური შეადგენს მხოლოდ 100 ლარს, ხოლო ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაციის შემთხვევაში 20 ლარს. ყველა რეგისტრაციაზე  გვაქვს დაჩქარებული რეგისტრაციის მომსახურება, შესაბამისად დაინტერესებულ პირს მომსახურების მიღება შეუძლია განცხადების წარმოდგენსთანავე. შეიძლება ითქვას რომ ამაზე მარტივი რეგისტრაცია ფაქტიურად წარმოუდგენელია.

რა არის დაგეგმილი სამომავლოდ? ანუ კიდევ რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ პროცედურები კიდევ უფრო გამარტივდეს?

საჯარო რეესტრი უწყვეტ რეჟიმში მუშაობს სერვისების გაუმჯობესებისთვის.  ვიმედოვნებთ, რომ სამეწარმეო რეესტრის ახალი ელექტრონული სერვისებით მეწარმეების მხრიდან იქნება დაინტერესება, რაც აისახება ელსერვისების გამოყენების  მაჩვენებელზე.

ასევე, ვფიქრობთ, შეზღუდული პასუხისმგებლობის მქონე საზოგადოებების გარდა, პარტნიორთა ელექტრონული კრებების სერვისი ხელმისაწვდომი გახდეს სხვა სამართლებრივი ფორმით რეგისტრირებული კომპანიებისთვისაც.

მუდმივად ვზრუნავთ, რაც შეიძლება მეტი სერვისი შევთავაზოთ მოქალაქეს. ყველა შეხვედრაზე ჩვენ ვთავაზობთ მათ მოგვაწოდონ იდეები, მოსაზრებები, გაგვიზიარონ საჭიროებები.  ამ მიმართულებით უკუკავშირი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.  მოსაზრებებები, შენიშვნები შეიძლება მოგვაწოდონ  ცხელი ხაზის, ელფოსტის, facebook გვერდის და სხვა  საშაულებებით.

რა თქმა უნდა ელექტრონული სერვისების შემუშავებაც ამ მიზანს ემსახურებოადა და ვფიქრობთ რომ უფრო მეტი შესაძლებლობა მივცეთ მოქალაქეებს,.

ელექტრონული სერვისები დოკუმენტების უსაფრთხოებისა და ხელმისაწვდომობის ხარისხს ზრდის და მომხმარებლის დროისა და ფინანსების დაზოგვასთან ერთად, ადმინისტრაციული რესურსის ეფექტიან გამოყენებას უზრუნველყოფს.

 

 

 

529