BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

ფინანსთა მინისტრი ინფლაციაზე: ჩვენ ფაქტს ვაღიარებთ

"ჩვენ ფაქტს ვაღიარებთ, თვალს ვუსწორებთ, რომ ლარის გაუფასურების კვალდაკვალ ინფლაციური პროცესების გააქტიურება მოხდა“, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ვანო მაჭავარიანმა განაცხადა. 
 
„ჩვენ ფაქტს ვაღიარებთ, თვალს ვუსწორებთ, რომ ლარის გაუფასურების კვალდაკვალ მოხდა ინფლაციური პროცესების გააქტიურება. ნიშნულები არ არის საგანგაშო, თუმცა ეროვნულმა ბანკმა რეაგირება უკვე მოახდინა. საკმაოდ მძლავრი და ეფექტური ნაბიჯები გადადგა, ჩემი აზრით და არ გვაქვს არანაირი საფუძველი, რომ არ დავიჯეროთ ის, რაც კობა გვენეტაძემ თქვა, რომ იმ წლის გაზაფხულისთვის მოხდება ინფლაციის მიზნობრივ ნიშნულამდე დაყვანა და შემდგომში გააგრძელებს ქვემოთ სვლას და მხოლოდ მომავალში შეიძლება გაჩერდეს ნიშნულზე, ამის ყველა წინაპირობაა.
 
ის პოლიტიკა, რასაც ეროვნული ბანკი და ფისკალურ ნაწილში მთავრობა ატარებს, იძლევა იმის გარანტიას, რომ ეს ასე მოხდება“, - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.
 
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მერი გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ოქტომბერში წლიური ინფლაცია 6.9%-მდე დაჩქარდა. 
678