BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

ნათია თურნავა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ მოუწოდებს, „საქმეს მიხედონ“

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ მოუწოდებს, „საქმეს მიხედონ“, - ამის შესახებ თურნავამ რამდენიმე წუთის წინ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. 

"მთავრობა კვლავინდებურად ერთგულია ამ პროექტის. 2017 წლიდან მოყოლებული და ამ მომენტიდან, საბოლოო ჯამში, ამ პროექტის ვადების 6-ჯერ გადავადება მოხდა. ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ პროექტს, მთავრობამ ეს არაერთხელ დაამტკიცა. ჩვენი გადაწყვეტილება, რომ არ ვისარგებლოთ კონტრაქტით მონიჭებული უფლებით და არ დავიწყოთ კონტრაქტის მოშლის პროცედურა და მივცეთ დამატებითი ვადა კონსორციუმს წლის ბოლომდე, არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ჩვენ ვაცდით ინვესტორს, შეასრულოს თავის თავზე აღებული ვალდებულებები და ჩემი მოწოდება იქნება, მიხედონ საქმეს", - განაცხადა ნათია თურნავამ. 

 

229