BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

ნათია თურნავა მსოფლიო ბანკის ახალ რეგიონალურ დირექტორს სებასტიან მოლინეუსს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა მსოფლიო ბანკის ახალ რეგიონალურ დირექტორს სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსს შეხვდა.
 
შეხვედრა, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილი და სს „სახელმწიფო ელექტროსისტემის“ წარმომადგნელები, ძირითადად ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე და დაგეგმილ პრიორიტეტულ პროექტებს ეხებოდა.
 
შეხვედრაზე მხარეებმა მსოფლიო ბანკსა და საქართველოს შორის ენერგეტიკის სექტორში არსებული წარმატებული თანამშრომლობა, არსებული გამოწვევები და სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს.
 
ნათია თურნავამ ხაზგასმით აღნიშნა მსოფლიო ბანკის როლის შესახებ საქართველოს ენერგეტიკის სექტორის განვითარებაში და მადლობა გადაუხადა მათი მნიშვნელოვანი წვლილისთვის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებაში, რაც საქართველოს ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგეტიკული დამოუკიდებლობის წინაპირობაა.
 
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის ივნისში საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის ხელი მოეწერა 62 მლნ ევროს ოდენობის შეთანხმებას, რომელიც მიზნად ისახავს ენერგომომარაგების საიმედოობისა და ფინანსური გაჯანსაღების პროექტის განხორციელებას. პროექტი ემსახურება ენერგომომარაგების საიმედოობის ზრდას დასავლეთ საქართველოში, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ფინანსური სიჯანსაღის უზრუნველყოფასა და მის დახმარებას გრძელვადიანი კომერციული დაფინანსების მოპოვებაში.
179