BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

9 თვის მონაცემებით, 50 ქვეყანაში $164 მლნ ღირებულების ქართული ღვინის ექსპორტი განხორციელდა

2019 წლის 9 თვეში, საქართველოდან მსოფლიოს 50 ქვეყანაშიგანხორციელდა 65,2 მლნ-მდებოთლი (0,75 ლ) ღვინისექსპორტი, რაც 10%-ით აღემატება 2018 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 164 მლნ აშშ დოლარს აღწევს,  რაც 2018 წლისანალოგიური პერიოდის მონაცემზე 16%-ითმეტია.

ექსპორტი გაიზარდა ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: აშშ - 60% (533206 ბოთლი), დიდი ბრიტანეთი - 40% (93067ბოთლი), პოლონეთი - 18% (2905372 ბოთლი) და ჩინეთი - 11% (5334939 ბოთლი). ექსპორტის ზრდის დინამიკა ასევე შეიმჩნევა შემდეგ ქვეყნებში: ლიეტუვა - 52% (503832 ბოთლი), გერმანია - 36% (476145 ბოთლი), ბელარუსი - 35% (1606565 ბოთლი), ისრაელი - 88% (218921 ბოთლი), ესტონეთი - 19% (499736 ბოთლი), რუსეთი - 11% (41112235 ბოთლი), მოლდოვა - 5717% (411812 ბოთლი), ნიდერლანდები - 21% (73078 ბოთლი), ჩეხეთი 102% - (62700 ბოთლი), შვედეთი - 397% (55506 ბოთლი), ბულგარეთი - 51% (24228 ბოთლი), ავსტრალია - 15% (19636 ბოთლი), კანადა - 2% (121650 ბოთლი),მონღოლეთი - 13% (184212 ბოთლი)და ა.შ.

საექსპორტო ქვეყნების ათეულია: რუსეთი (41112235 ბოთლი), უკრაინა (6766841 ბოთლი), ჩინეთი (5334939 ბოთლი), პოლონეთი (2905372 ბოთლი), ყაზახეთი (2477358 ბოთლი), ბელარუსი (1008888 ბოთლი), ლატვია (988122 ბოთლი), აშშ (533206 ბოთლი), ლიეტუვა (503832 ბოთლი) დაესტონეთი (499736 ბოთლი).

9 თვის მონაცემებით, ღვინის ექსპორტი 289 კომპანიამ განახორციელა.

გარდა ღვინისა, მსოფლიოს 23 ქვეყანაში ექსპორტირებულია 19,5 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 44%-ით აღემატება 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა 42,5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 54%-ით მეტია გასული წლის მონაცემთან შედარებით.

გასული 9 თვის განმავლობაში, მსოფლიოს 24 ქვეყანაში ექსპორტირებულია 473,2 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა. ექსპორტის ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 65% შეადგინა. ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავალი 1,3 მლნ აშშ დოლარს აღწევს, რაც  54%-ით მეტი გასული წლის მაჩვენებელთან.

საერთო ჯამში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტის შედეგად მიღებული შემოსავალი  236 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, რაც 6%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

 

234