BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი საქართველოს 120 მლნ ევროს სესხს და 2 მლნ ევრომდე გრანტს გამოუყოფს

გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი საქართველოს 120 მლნ ევროს სესხს და 2 მლნ ევრომდე გრანტს გამოუყოფს.

როგორც ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, დღეს, 15:00 საათზე, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტის ვიზიტის ფარგლებში, სასტუმრო „ბილტმორ თბილისი ჰოტელში" საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) ევროპისა და აზიის განყოფილების დირექტორი შტეფან ოპიცი ხელს მოაწერენ სასესხო და საგრანტო ხელშეკრულებებს:

სასესხო ხელშეკრულება „ენერგეტიკის სექტორის რეფორმა - მეორე ფაზა" (PBL) – 60 მილიონი ევრო.

სასესხო ხელშეკრულება „წყლის ინფრასტრუქტურა ბათუმში" - 60 მილიონი ევრო.

საგრანტო ხელშეკრულება: "ენერგოეფექტურობის ღონისძიებები და შენობების ევროკავშირის ენერგოეფექტურობის სტანდარტებთან მიახლოება II ფაზა" -1.8 მილიონი ევრო.

დღესვე, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი, საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში დიეგო კოლასი და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის ახალი რეგიონული დირექტორი სესილი კოპრიე ხელს მოაწერენ სასესხო ხელშეკრულებას:

სასესხო ხელშეკრულება „ენერგეტიკის სექტორის რეფორმა - მეორე ფაზა" (PBL) – 60 მილიონი ევრო.

ცერემონიალზე დამსწრეთა შორის იქნებიან გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სახელმწიფო მდივანი ტომას ბარაისი და ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი.

139