BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

თურნავა პრივატიზებაზე: წელს არ მივდივართ ცუდად, მაგრამ ბოლომდე კმაყოფილები არ ვართ

„საკმაოდ ამბიციური გეგმები გვაქვს. წელს არ მივდივართ ცუდად, მაგრამ ბოლომდე კმაყოფილები არ ვართ", - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა განაცხადა. 

 
 მე პირადად არ ვარ ბოლომდე კმაყოფილი. ჩვენ მივაღწიეთ დაჩქარებას უძრავი ქონების პრივატიზების მიმართულებით. 100 მლნ ისეთი მიჯნაა უკვე, რომ მარტივად შესრულდება.

რაც შეეხება სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სხვადასხვა საწარმოს პრივატიზებას, აქ გვჭირდება ნამდვილი გარღვევა იმიტომ, რომ აქ ჩვენ ჯერ კიდევ ვერ მოვახდინეთ გარღვევა, მაგრამ მზად ვართ და ამაზე აქტიურად ვიწყებთ მუშაობას.

ეს არ შეეხება რამდენიმე სტრატეგიულ საწარმოს, მაგალითად, საქართველოს რკინიგზას, ელექტროსისტემას, რომელიც ასრულებს მნიშვნელოვან ამოცანებს ჩვენი მოსახლეობის წინაშე და მათი პრივატიზება ამ ეტაპზე არ იგეგმება, მაგრამ არის სხვა 1000-მდე მცირე საწარმო, რომელმაც საწარმოს ფუნქცია უკვე დაკარგა, დახუნძლულია ვალდებულებებით და ეძებს თავის რეალურ პატრონს.

აქ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ შემოვიყვანოთ კერძო ბიზნესი, შევქმნათ სამუშაო ადგილები და გაჩერებული სახელმწიფო ობიექტები ავამოქმედოთ“, - აცახდებს თურნავა.

შეგახსენებთ, 2019 წლის 9 თვეში „ოცნების“ მთავრობამ პრივატიზაციიდან უფრო ნაკლები თანხა მიიღო, ვიდრე - შარშან.

სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მოწოდებული ინფორმაციით, წლის პირველ სამ კვარტალში 74 251 659 ლარის ღირებულების სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება გაყიდეს. წლევანდელი ჯამური გეგმა 80 მლნ ლარია.

გაყიდულ ობიექტებზე მოსალოდნელი ინვესტიციის ოდენობა 84 მლნ ლარს აჭარბებს.
209